| საიტის რუკა | ძიება:
ENG / GEO
სკოლები
 
 
საწყისი გვერდი | სკოლები | კავკასიის სამართლის სკოლა
კავკასიის სამართლის სკოლა







კავკასიის სამართლის სკოლა გთავაზობთ საუკეთესო განათლების მიღების ევრო-ამერიკულ მოდელს, რომელიც კარგად არის ადაპტირებული ქართულ სინამდვილესთან. კავკასიის სამართლის სკოლის დანიშნულებაა: შექმნას სათანადო პირობები პიროვნული პოტენციალის რეალიზებისათვის; უზრუნველყოს სამსაფეხუროვანი უმაღლესი იურიდიული განათლება; სამართალმცოდნეობის მიმართულებით განახორციელოს ძირითადი და დამატებითი საგანმანათლებლო პროგრამები; იურისპრუდენციის სფეროში იყოს უწყვეტი განათლების ცენტრი; მოამზადოს და გადაამზადოს სამეცნიერო და საგანმანათლებლო პერსონალი.
უნივერსიტეტის ქართველი და უცხოელი პარტნიორები აღიარებენ, რომ კავკასიის სამართლის სკოლის ტრეინინგები არ არის მშრალი ინტელექტუალური სავარჯიშო და ის იურისპრუდენციაში მრავალფეროვან შესაძლებლობებს გვთავაზობს.
კავკასიის სამართლის სკოლამ ფუნქციონირება 2005 წლის სექტემბრიდან დაიწყო.
სკოლის კურიკულუმები, მოდულები, სილაბუსები, სტუდენტთა ცოდნის შეფასების სისტემა სრულ თანხვედრაშია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაწესებულ მოთხოვნებთან, კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემის (ECTS) ნორმებთან.

2009 წლის სექტემბრიდან კავკასიის სამართლის სკოლა გთავაზობთ ახალ საბაკალავრო პროგრამას ახალი შესაძლებლობებით:
  • ოპტიმალურ ვადებში საბაკალავრო ხარისხის მინიჭება;
  • ძირითადი “MAJOR” და არაძირითადი “MINOR” სპეციალობების ათვისება;
  • სარეგისტრაციო რეჟიმი;
  • სტუდენტის მაქსიმალური აკადემიური რელაქსაცია;
  • სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობა.
საბაკალავრო პროგრამაზე სწავლა ორენოვანია.
სტუდენტისათვის ბაკალავრიატში TOEFL–ის და მაგისტრატურაში LSAT–ის ტესტების ჩაბარება აუცილებელი მოთხოვნაა.
სამართლის სკოლის “სასწავლო პორტფელი” ყოველწლიურად 36 სასწავლო კვირაზეა გათვლილი და აგებულია ტრიმესტრის პრინციპზე.
სკოლაში მოქმედებს ხარისხის კონტროლის შიდა და გარე მექანიზმები, რომლითაც ზუსტდება სტუდენტთა და ლექტორთა სარეიტინგო მაჩვენებლები. სასწავლო პროცესი დინამიურად ექვემდებარება მოწვეული უცხოელი ექსპერტის მონიტორინგს.
კავკასიის სამართლის სკოლის სლოგანია: “კანონი მკაცრია, მაგრამ კანონია!” (“DURA LEX, SED LEX!”) და ეს მოთხოვნა ჩვენთან უპირველესად სასწავლო პროცესში რეალიზდება.
დიახ, ჩვენ ვაცხადებთ: კავკასიის სამართლის სკოლაში სწავლება და სწავლა მკაცრი, შეუვალი და ობიექტურია!
ალბათ, ამგვარი მიდგომით შეიძლება აიხსნას ის ფაქტი, რომ სკოლის ბევრი ბაკალავრი და მაგისტრანტთა უმრავლესობა, მიუხედავად იურიდიული შრომითი ბაზრის უმკაცრესი სელექციისა, დასაქმებულია და სასწავლო პროცესს წარმატებით უთავსებს პრაქტიკულ საქმიანობას.
დამსაქმებლებთან სკოლის პარტნიორობა გრძელვადიანი მემორანდუმების ფარგლებში ხორციელდება.
სკოლაში პროფესორთა შერჩევა მხოლოდ ღია კონკურსის წესით მიმდინარეობს, რის გამოც სკოლა ნამდვილად ამაყობს პედაგოგიური კადრების წარმატებული იურიდიული პრაქტიკით, მაღალი პროფესიონალიზმითა და საზოგადოებრივი იმიჯით.
აუდიტორიის მიღმა სტუდენტები მასტერ-კლასების, იმიტირებული პროცესებისა და შეხვედრა-დიალოგების
მეშვეობით იფართოებენ ცოდნის ჰორიზონტს.
ყველა აკადემიურ ჯგუფს ყავს საკუთარი ტუტორი.
სასწავლო პროცესთან ერთად სკოლის შემდგომი განვითარების პრიორიტეტია სტუდენტებისა და ლექტორების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, რაც “ბონუსების” სისტემით სტიმულირდება და აისახება დაგროვილ კრედიტებში.
კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტთა გუნდები წარმატებულად მონაწილეობენ საქართველოსა და საერთაშორისო მასშტაბით გამართულ იმიტირებულ სასამართლო პროცესში.
სტუდენტური თვითმმართველობის ორგანო (CSL-U) ღირსეულად იმკვიდრებს ადგილს ევროპულ სტუდენტურ ოჯახში (ESIB).
სამართლის სკოლის პარტნიორები არიან: ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტი (აშშ), ჩესტერის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი), ტალინის ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (ესტონეთი), EPLO (საჯარო სამართლის საერთაშორისო ორგანიზაცია, ქ. ათენი), ECPR (პოლიტიკური კვლევის ევროპული კონსორციუმი), CILS (სამართლის სწავლების საერთაშორისო ცენტრი).
2008 წლის 29-30 მაისს, მონრეალში (კანადა), სამართლის სკოლათა საერთაშორისო ასოციაციის (IALS) გენერალური ასამბლეის სხდომა გაიმართა, რომლის ეგიდით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კავკასიის სამართლის სკოლის სამართლის სკოლათა საერთაშორისო ასოციაციის სრულუფლებიან წევრად მიღების თაობაზე. სამართლის სკოლათა საერთაშორისო ასოციაცია (IALS) მოწოდებულია განსხვავებული კულტურისა და საზოგადოების შესწავლის გზით იურიდიული განათლებისა და კვლევის პერმანენტული გაუმჯობესებისათვის.
კავკასიის სამართლის სკოლა 2008 წლის 1 მარტიდან ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაციის (ELFA) წევრია, რაც მომავალში მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სკოლის კოოპერირებას წამყვან სამართლის სკოლებთან და მისთვის ევროპული აკრედიტაციის მინიჭების საქმეს.
კავკასიის სამართლის სკოლის (CSL) საბაკალავრო პროგრამაზე მიღება წარმოებს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე.
პირველად, 2008 წელს, “ქართულ-ევროპულ ერთობლივ საბაკალავრო პროგრამაზე” ჩარიცხული სტუდენტები სწავლების ოთხწლიან ციკლს ქ. ათენში დაასრულებენ. ამ პროექტს უნივერსიტეტი საჯარო სამართლის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად ანხორციელებს.
ეს უკანასკნელი, ამ მიმართებით მსოფლიოში სათაო ოფისის სტატუსით სარგებლობს და ევროკავშირის მიერ ფინანსდება. მას თავისი წარმომადგენლობითი ბიუროები გახსნილი აქვს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. მისი ეგიდით მოქმედი აკადემია კი, 50-მდე უნივერსიტეტს აერთიანებს.
2008 წლიდან სკოლაში ფუნქციონირება დაიწყო "იურიდიულმა კლინიკამ". პროგრამა მომზადდა, ერთი მხრივ, კავკასიის უნივერსიტეტის და, მეორე მხრივ, ორგანიზაცია: "კონსტიტუციის 42-ე მუხლის” ძალისხმევით. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები მიმართულია სამართლის სკოლის სტუდენტების პრაქტიკულ საადვოკატო საქმიანობაში ჩართვისა და მათთვის შესაბამისი პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებისაკენ. პროგრამა ბაკალავრებს საშუალებას მისცემს სწორად შეაფასონ საკუთარი შესაძლებლობები და დაგეგმონ კარიერა.

უახლოეს მომავალში სტარტს აიღებს ბრიტანულ-ქართული ორმაგი ხარისხის საბაკალავრო პროგრამა.
პროგრამა ითვალისწინებს სწავლების ორ ეტაპად დაყოფას. პირველი ეტაპი ორწლიანია და კავკასიის სამართლის სკოლის ბაზაზე წარიმართება. სწავლება ორიენტირებული იქნება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის ათვისებაზე. მეორე ეტაპი ჩესტერის უნივერსიტეტში სწავლის ორ წელიწადს მოიცავს და ინგლისის საკანონმდებლო ბაზის გაცნობას გულისხმობს. ბრიტანულ-ქართული სამართლის პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ სტუდენტები მიიღებენ კავკასიის უნივერსიტეტის და ჩესტერის უნივერსიტეტის მიერ გაცემულ ბაკალავრის ხარისხის ორ დიპლომს. კავკასიის სამართლის სკოლა უზრუნველყოფს მეორესაფეხუროვან სწავლებას. სამართლის შემდეგ ძირითად მიმართულებებში:
  •  კერძო სამართალი;
  • საჯარო სამართალი;
  • სისხლის სამართალი;
  • საერთაშორისო სამართალი.
სამაგისტრო პროგრამების სქემა ძირითადად სკანდინავიური ქვეყნების პროგრამების მოდელზეა აგებული, თუმცა კარგად არის ადაპტირებული ქართულ სამართლებრივ სინამდვილესთან. აღნიშნული პროგრამები ახლებური ხედვით დანახული მსოფლიო საგანმანათლებლო პროგრამების კომპილაციას წარმოადგენს.

სამაგისტრო პროგრამების სტრუქტურა და შინაარსი შემდეგ ფუძემდებლურ პრინციპებს ითვალისწინებს:
  • სპეციალიზაციის მაღალი ხარისხი;
  • საგნების მცირე რაოდენობა;
  • პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება;
  • მაღალ-პროფესიონალი პრაქტიკოსი ლექტორები;
  • პროგრამული მობილობა;
  • სასწავლო კურიკულუმის წელიწადნახევრიდან ხუთ წელზე გადანაწილების შესაძლებლობა;
  • სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში სასერთიფიკატო პროგრამების შეღავათიან პირობებში გავლის შესაძლებლობა;
  • სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობა.

კავკასიის სამართლის სკოლაში განსხვავებული ფორმატით მოქმედებს “საერთაშორისო ბიზნესის სამართლის~ სამაგისტრო პროგრამა.

XXI–ე საუკუნის დასაწყისში ბიზნესი და სამართალი იმდენად მჭიდროდ დაუკავშირდა ერთმანეთს, რომ თანამედროვე შრომის ბაზარი სავალდებულო წესით ითხოვს ისეთი იურისტების მომზადებას, რომლებიც როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ კერძო კომპანიათა საქმიანობაში აქტიურად იქნებიან ჩართულნი.

საერთაშორისო ბიზნესის სამართლის სამაგისტრო პროგრამა სტატისტიკური მონაცემებით აშშ–ის, ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის უნივერსიტეტებში ყველაზე პოპულარულ სამაგისტრო პროგრამად მიიჩნევა. მისი კურსდამთავრებულები არიან ბიზნესის სფეროში ცნობილი ადვოკატები და კომპანიების იურიდიული მრჩევლები. სტატისტიკური მონაცემებით, საერთაშორისო ბიზნესის სამართლის სპეციალისტები დღეისათვის მიიჩნევიან ყველაზე მაღალანაზღაურებად იურისტებად, როგორც აშშ-სა და ევროკავშირის, ასევე პოსტსაბჭოურ სახელმწოფოებში. გარდა ამისა, ცნობილია, რომ აღნიშნული სპეციალიზაციის იურისტთა დასაქმების დონე გაცილებით უსწრებს სხვა მიმართულების იურისტთა დასაქმების მაჩვენებლებს. აშშ-ში ბოლო წლების მონაცემებით, საერთაშორისო ბიზნესის სამოქალაქო სამართალი, კორპორაციული სამართალი, საბანკო-სადაზღვეო სამართალი, ადმინისტრაციულ-საგადასახადო სამართალი, სისხლის სამართალი, საერთაშორისო საჯარო სამართალი, საერთაშორისო ბიზნესის სამართალი

სამართლის სპეციალისტთა დასაქმება 92%-ს შეადგენს, ევროკავშირის ქვეყნებში - 88%-ს, ხოლო პოსტსაბჭოურ ქვეყნებში - 80%-ზე მეტს და ეს ნიშნული ყოველწლიურად იზრდება.

საერთაშორისო ბიზნესის სამართლის შემოთავაზებული სამაგისტრო პროგრამა მოდერნიზებულია საზღვარგარეთის წამყვანი უნივერსიტეტების ანალოგიური პროგრამების გამოცდილებით და გამოყენებულია ამერიკული სწავლების მეთოდიკა.

მაგისტრანტს უფლება აქვს შეარჩიოს სასწავლო საგნები მისი წინაპირობების გათვალისწინებით (მინიმუმ 2 საგანი სემესტრში) და სწავლის საფასური კრედიტების შესაბამისად გადაიხადოს. სწავლების ვადაა ორიდან ხუთ წლამდე. ლექტორებად მოწვეულები არიან, როგორც საქართველოში შესაბამის დარგში აღიარებული სპეციალისტები (ცნობილი იურიდიული ოფისების პარტნიორები, კომპანიების მთავარი იურიდიული მრჩევლები), ისე აშშ-ის და გერმანიის უნივერსიტეტების პროფესორები.

უახლოეს მომავალში ამავე სპეციალიზაციით დაგეგმილია “ორმაგი ხარისხის პროგრამის” ამოქმედება პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად.

2009 წლის სექტემბრიდან, კავკასიის სამართლის სკოლაში, ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა ამოქმედდა. აღნიშნული პროგრამის გავლის შედეგად, სამაგისტრო პროგრამის სტუდენტს მაგისტრის ხარისხი კავკასიის უნივერსიტეტისა და ტალინის ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ ერთობლივად მიენიჭება, შესაბამისად, მაგისტრი მიიღებს ორი უნივერსიტეტის დიპლომს. პროგრამა 2 წლიანია. პირველ წელიწადს სტუდენტები მათ მიერ არჩეული სამაგიტრო პროგრამის სავალდებულო საგნებს (6-7 საგანს) გაივლიან, ხოლო შემდეგ წელს სწავლას ტალინის უნივერსიტეტში განაგრძობენ, სადაც სამაგისტრო პროგრამის არჩევით საგნებს შეისწავლიან.

2009 წლის სექტემბრიდან, პირველად კავკასიის სამართლის სკოლაში ახალი სადოქტორო პროგრამა ამოქმედდა. პროგრამა ეფუძნება ამერიკული უნივერსიტეტების გამოცდილებას, კერძოდ, მისი სქემა და სტრუქტურა რადგერსის უნივერსიტეტის (Rutgers University, The School of Criminal Justice, Newark, New Jersey) ბაზაზეა შემუშავებული.

სადოქტორო პროგრამა მიზნად ისახავს უმაღლესი კვალიფიკაციის სამეცნიერო და სამეცნიერო-პედაგოგიური კადრის მომზადებას მეცნიერების, განათლების, მართვის, სამართალდამცავი სისტემების, ბიზნესისა და სხვა სფეროებისათვის. პროგრამა აკადემიური და სამეცნიერო კომპონენტებისაგან შედგება. სადოქტორო პროგრამის აკადემიური ნაწილი ორიენტირებულია სამართალმცოდნეობის მეთოდოლოგიური და თეორიული საფუძვლების გაღრმავებულ შესწავლაზე სამეცნიერო სპეციალობის შესაბამისად, ასევე დოქტორანტისათვის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი და სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაზე. სადოქტორო პროგრამის სამეცნიერო ნაწილი კი, მიზნად ისახავს მიღებული კვლევის შედეგების სამეცნიერო ნაშრომად ჩამოყალიბებისა და სამეცნიერო პროდუქტის სპეციალისტების წინაშე საჯარო წარდგენის უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

გჯეროდეთ, რომ კავკასიის სამართლის სკოლისგან თქვენ მიიღებთ უფრო მეტს, ვიდრე ამას ელოდით. ის საკუთარ თავში აღმოგაჩენინებთ იმაზე მეტ რესურსს, ვიდრე ეს ადრე წარმოგედგინათ, მოგცემთ საშუალებას თავად დააპროექტოთ საკუთარი კარიერა და განახორციელოთ ყველაზე ირეალური იდეებიც კი.



©2006 Caucasus University
დიზაინი - გიორგი დათუკიშვილი
საიტი შექმნა - თეა ხარიტონაშვილი