კვლევა
სამეცნიერო-კვლევებით დეპარტამენტს ხელმძღვანელობს პროფესორი შალვა მაჭავარიანი.
დეპარტამენტი მთავარ სამეცნიერო მიმართულებებად მიიჩნევს კვლევებს მენეჯმენტში, მაკრო და მიკრო ეკონომიკის საკითხებში, მარკეტინგში და ფინანსებში.
კავკასიის უნივერსიტეტი ახორციელებს სამეცნიერო მუშაობას სამეცნიერო საბჭოს მიერ დამტკიცებული გეგმის და აგრეთვე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან დადებული ხელშეკრულებების შესაბამისად.
სამეცნიერო კვლევებს ახორციელებენ, როგორც უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, ასევე მოწვეული სპეციალისტები, კვლევებში ჩართულია სკოლის მაგისტრები და ბაკალავრები.
2007 წლის თებერვალში კავკასიის უნივერსიტეტმა გაიმარჯვა
INTAS-ის მიერ გამოცხადებულ კონკურსში: სოციალური მეცნიერების პროექტში - სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკების პროექტი: სამეცნიერო კვლევა და განვითარება, ტექნოლოგიური და ინოვაციური მიმართულება.
2007 წლის აპრილში, კავკასიის უნივერსიტეტმა და ევროპის საჯარო სამართლის ცენტრმა ხელი მოაწერეს პროექტს „KOMNINOI - საქართველოს კანონმდებლობის მოდერნიზაცია და საჯარო მოხელეებისა და მოსამართლეების სწავლება“. პროექტი დაფინანსებულია საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის დეპარტამენტის (Hellenic Aid) მიერ.
2007 წლის ზაფხულში კავკასიის უნივერსიტეტმა ICEG-ის ევროპულ ცენტრთან (უნგრეთი) ხელი მოაწერა პროექტებს კავკასიისა და ცენტრალური აზიის (CCA) მიმოხილვა და ცენტრალური აზიის ეკონომიკური მიმოხილვა (CCAER).
2007 წელს კავკასიის უნივერსიტეტმა არასამთავრობო ორგანიზაციასთან „თანამედროვე მენეჯმენტის მეთოდების შესავალი“ (საქართველო), ხარისხის მართვის ინსტიტუტთან (რიგის ტექნიკური ინსტიტუტი) და შპს. „პროექტისა და ხარისხის მართვასთან“ (ლატვია) ერთად მოიპოვა პროექტი „უმაღლესი განათლების გაუმჯობესების მხარდაჭერა საქართველოში“ .
2007 წლის სექტემბერში, კავკასიის უნივერსიტეტმა და მეისონის უნივერსიტმა მოაწერეს ხელი ცხრათვიან პროექტს სახელწოდებით “დანაშაულებრივი და კორუფციული ვითარების გამოკვლევა საქართველოში“.
კავკასიის უნივერსიტეტი თანამშრომლობს ტრანსნაციონალურ და კორუფციულ ცენტრთან, ამერიკის უნივერსიტეტთან (ვაშინგტონი) ერთობლივ პროექტზე: ,,ეკონომიკური დანაშაული და ფულის გათეთრება საქართველოში“. პროგრამაში ჩართულია კავკასიის უნივერსიტეტისა და სხვა უნივერსიტეტებიდან მოწვეული 40 მკვლევარი.
პროექტის მიზანია აღმოაჩინოს ფულის გათეთრების და ეკონომიკური დანაშაულის მიზეზები საქართველოში და შეიმუშავოს დეტალური რეკომენდაციები, რათა აღმოფხვრას ნეგატიური ქმედებები. გამოქვეყნდა ამ კვლევების ბეჭდური ვერსია. პროექტის ფარგლებში ჩატარდა 5 სემინარი, ერთი საერთაშორისო (2004 წლის ივნისი) და ერთი რეგიონალური (2003 წლის ნოემბერი) კონფერენცია.
http://www.traccc.cdn.ge/. პროექტი სახელწოდებით „სადოქტორო პროგრამის მომზადება კავკასიის ბიზნესის სკოლაში“ შემუშავებული კბს-ის მიერ, დაფინანსდა ევრაზიის ფონდის ინსტიტუციონალური გრანტით. პროექტის მიზანია უხელმძღვანელოს მოსამზადებელ სამუშაოს და შექმნას მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა სადოქტორო პროგრამისთვის.
უნდა აღინიშნოს, რომ ამავე პროექტის ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტმა მიიღო CEEMAN-ის აკრედიტაცია და აგრეთვე შექმნა საზაფხულო სკოლა.
2004 წლის იანვრიდან კავკასიის უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სტუდენტებს, ლექტორებსა და მკვლევარებს ელექტრონული ბიბლიოთეკით.
EBSCOhost - მოიცავს მსოფლიოში სახელგანთქმულ 10 მონაცემთა ბაზას, სთავაზობს 7200-ზე მეტ პუბლიკაციასა და 5000 სამეცნიერო ჟურნალებს, რეგიონალურ ახალ ამბებს და ა.შ
SpringerLink - უახლოეს მომავალში კბს მოიპოვებს საშვს ოქსფორდის უნივერსიტეტის ‘’Press ORO Premium Collection“ და ‘’Cambridge Journals Online’’-თან.
ამას გარდა, TACIS, DFID, WB და UNDP-ის პროექტებში მონაწილეობის გამოცდილების საფუძველზე კავკასიის უნივერსიტეტის მკვლევარებს გააჩნიათ საჯარო მოხელეების წვრთნისა და მათთვის რეფორმების განვითარების ხანგრძლივი გამოცდილება.
კავკასიის უნივერსიტეტის სამეცნიერო კონფერენციის თაოსნობით ყოველწლიურად იმართება სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „ახალი საქართველოსთვის“.
უნივერსიტეტში ტრადიციად არის ქცეული კბს-ს სტუდენტების მონაწილეობა ყოველწლიურ სამეცნიერო კონფერენციებში, რომელიც იმართება პროექტის „სამოქალაქო განათლება“ ფარგლებში.
უნივერსიტეტის მკვლევარები მონაწილეობას ღებულობენ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში (კიევი, სოფია, სტამბული, კაუნასი და ჰელსინკი).
სამეცნიერო დეპარტამენტი ყოველწლიურად აქვეყნებს სტუდენტების სამეცნიერო ნაშრომებს.
დღესდღეისობით სამეცნიერო დეპარტამენტი მუშაობს რეგიონალური სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციის მომზადებაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის წამყვანი უნივერსიტეტები.