ბიბლიოთეკა
კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა მოიცავს უნივერსიტეტში არსებული სპეციალობებისათვის საჭირო სასწავლო და სამეცნიერო სასწავლო წიგნებს, ასევე დამხმარე ლიტერატურას ინგლისურ, ქართულ, თურქულ და ფრანგულ ენაზე. ფონდი ასევე უზრუნველყოფილია სხვადასხვა აუდიო-ვიდეო კასეტებით და კომპაქტ დისკებით. ბიბლიოთეკა იღებს აგრეთვე პერიოდულ გამოცემებს. სტუდენტებს შეუძლიათ წიგნების გატანა ბიბლიოთეკიდან იმ კონკრეტულ საგანში, რომელსაც ისინი გადიან. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან გატანილი წიგნები, სტუდენტებმა უნდა დააბრუნონ საგანმანათლებლო პროგრამის დამთავრებისას, წინააღმდეგ შემთხვევაში სტუდენტზე არ გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი/დიპლომი. სტუდენტებს შეუძლიათ გამოიყენონ სხვადასხვა ელექტრონული ბიბლიოთეკები. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა მათ სთავაზობს შემდეგ სრულტექსტიან, ბიბლიოგრაფიულ პერიოდული გამოცემების ელექტრონულ ბაზებს, რომლებიც ხელმისაწვდომია ინტერნეტის ხაზით:
EBSCO მძლავრ ქსელურ საძიებელ სისტემას, რომელიც სთავაზობს მრავალ დაპატენტებულ და პოპულარულ სრულტექსტიან მონაცემთა ბაზას ინფორმაციის წამყვანი მომწოდებლისაგან.
სტუდენტებს ასევე შეუძლიათ გამოიყენონ დროებითი, საცდელი სხვადასხვა საძიებელი სისტემები.
კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას კავშირი აქვს ისეთ გამომცემლობებთან, როგორებიცაა: Prentice Hall, South-Western College Publishers, The Dryden Press, Thomson Learning, Worth Publisher, Addison Wesley, Blackwell, Crystal Ball, Duxbury, Harcout College Publishers, John Wiley & Sons Inc, Irwin McGraw-Hill.
სტუდენტებს ასევე შეუძლიათ ისარგებლონ ბიბლიოთეკაში არსებული წიგნების კატალოგით და ზემოთ ხსენებული გამომცემლობებისაგან გარკვეული ფასდაკლებით გამოიწერონ წიგნები (გადახდა-ინვოისით, საკრედიტო ბარათით და ა.შ.).
კავკასიის უნივერსიტეტი არის წევრი “საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის”, რომელიც ზრუნავს და უზრუნველყოფს წევრების ინტელექტუალურ, შემოქმედებით პოტენციალს ნოვატორულ იდეების დანერგვით.
ბიბლიოთეკის სამუშაო საათები:
ორშაბათი-პარასკევი: 9:00-20:00
შაბათი: 10:00-16:00
ელ-ფოსტა: mkikadze@cu.edu.ge