ისტორია

2014 წ. – "Eduniversal"-მა მსოფლიოს საუკეთესო სამაგისტრო პროგრამებს შორის, კავკასიის უნივერსიტეტის ხუთი სამაგისტრო პროგრამა დაასახელა
2013 წ. –  "Eduniversal"-მა კავკასიის ბიზნესის სკოლა საქართველოს მასშტაბით მოქმედ სკოლებს შორის საუკეთესოდ დაასახელა.
2012 წ. – "Eduniversal"-მა კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა საქართველოში მოქმედ ბიზნესსკოლებს შორის საუკეთესოდ დაასახელა
2012 წ. – საქართველოს სტრატეგიისა და კონკურენტუნარიანობის ცენტრი დაარსდა
2012 წ. – კავკასიის ჯანდაცვის სკოლა დაარსდა
2011 წ.– კავკასიის ბიზნესის სკოლა სტრატეგიიისა და კონკურენტუნარტიანობის ინსტიტუტის წევრი გახდა 
2011 წ. – "Eduniversal"-ის რანჟირების შედეგად, კავკასიის ბიზნესის სკოლამ საქართველოს მასშტაბით საუკეთესო ბიზნესის სკოლის ტიტული მოიპოვა. 
2010 წ.- კავკასიის უნივერსიტეტი გახდა უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის (IAUP) წევრი
2009 წ. - კავკასიის უნივერსიტეტში კავკასიის ტურიზმის სკოლა დაარსდა
2008 წ. - კავკასიის უნივერსიტეტში კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა დაარსდა
2008 წ. - კავკასიის უნივერსიტეტი საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) წევრი გახდა
2008 წ. - კავკასიის უნივერსიტეტი უნივერსიტეტთა საერთაშორისო ასოციაციის (IAU) წევრი გახდა
2008 წ. - კავკასიის უნივერსიტეტში კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლა დაარსდა 
2008 წ. - კავკასიის სამართლის სკოლა სამართლის სკოლათა საერთაშორისო ასოციაციის (IALS) წევრი გახდა 
2008 წ. - კავკასიის უნივერსიტეტში დაარსდა კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა 
2008 წ. - კავკასიის სამართლის სკოლისა და ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის “ერთობლივი ქართულ-ევროპული სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის’’ ამოქმედება.
2008 წ. – კავკასიის სამართლის სკოლა გახდა ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაციის (ELFA) წევრი.
2007 წ. - კავკასიის უნივერსიტეტი NIBES-ის (ბიზნესის და ეკონომიკის სკოლების საერთაშორისო საზოგადოება) წევრი გახდა
2007 წ. - კავკასიის უნივერსიტეტში დაარსდა კავკასიის მედიის სკოლა
2007 წ. - კავკასიის უნივერსიტეტმა მოიგო INTAS-ის სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების თემატური პროექტი, რომელიც განსაზღვრულია ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონის რესპუბლიკებისათვის
2007 წ.- ჯ.მაკ რობინსონის ბიზნესის კოლეჯის (ჯსუ) და კავკასიის ბიზნესის სკოლის ერთობლივი საბაკალავრო პროგრამის დაწყება
2006 წ. - კავკასიის ბიზნესის სკოლა გახდა ევროპის მენეჯმენტის განვითარების ფონდის წევრი
2006 წ. - კავკასიის უნივერსიტეტში ჩატარდა პირველი სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია ფრიდრიჰ ებერტის ფონდის პატრონაჟით
2006 წ. - კავკასიის ბიზნესის სკოლის პირველი მიღება სადოქტორო პროგრამაზე 
2005 წ. - სამაგისტრო პროგრამის (LL.M) დაწყება კავკასიის სამართლის სკოლაში
2005 წ. - გრენობლის ბიზნეს სკოლისა და კავკასიის ბიზნესის სკოლის ერთობლივი, ორმაგი ხარისხის მაგისტრატურის პროგრამის დაწყება
2005 წ. - კავკასიის ბიზნესის სკოლამ მიიღო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მენეჯმენტის განვითარების ასოციაციის (CEEMAN) აკრედიტაცია
2005 წ. - კავკასიის უნივერსიტეტმა მიიღო ეროვნული აკრედიტაცია
2005 წ. - კავკასიის სამართლის სკოლის დაარსება კავკასიის უნივერსიტეტში
2005 წ. - კავკასიის ბიზნესის სკოლამ მიიღო ქართული ხარისხის სერტიფიკატი
2004 წ. - კავკასიის უნივერსიტეტის შექმნა კავკასიის ბიზნესის სკოლის ბაზაზე
2004 წ. - სადოქტორო პროგრამის დაწყება კავკასიის ბიზნესის სკოლაში
1999 წ. - საბაკალავრო პროგრამის დაწყება კავკასიის ბიზნესის სკოლაში
1999 წ. - სამაგისტრო პროგრამის დაწყება კავკასიის ბიზნესის სკოლაში
1999 წ. - კავკასიის ბიზნესის სკოლის ამოქმედება
1998 წ. - კავკასიის ბიზნესის სკოლის დაფუძნება სხვადასხვა უნივერსიტეტების (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისის ეკონომიურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი) ბაზაზე შექმნილი კონსორციუმის მიერ, ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (ჯსუ, ატლანტა, აშშ) ურთიერთანამშრომლობით.