ცენტრის შესახებ

კავკასიის კომუნიკაციის ცენტრი შეიქმნა 2020 წელს, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე. ცენტრის შექმნის მიზანია კომუნიკაციის სფეროში საქართველოსა და მსოფლიოში არსებულ გამოწვევებთან გამკლავება, უახლეს მიდგომებზე დაფუძნებული პლატფორმების შესწავლა-შეთავაზება, სტრატეგიების, ტექნოლოგიების შემუშავება, ადაპტირება და დანერგვა.

 

სტრატეგიული კომუნიკაციების სასერტიფიკატო პროგრამა ერთ-ერთი პროექტია აკადემიური მიმართულებით.

 

კურსი მორგებულია თანამედროვე ქართული და დასავლური ბაზრის მოთხოვნებს, ორიენტირებულია კომპლექსური ცოდნის შეძენა/გაღრმავების და პრაქტიკული ჩვევების გამომუშავებასა და განვითარებაზე.