მიმოხილვა

კურსი მორგებულია თანამედროვე ქართული და ევროპული ბაზრის მოთხოვნებს, ორიენტირებულია კომპლექსური ცოდნის შეძენა/გაღრმავებასა და პრაქტიკული ჩვევების გამომუშავებასა და განვითარებაზე.

 

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს ეცოდინებათ:

 

  • საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავება, სამოქმედო გეგმის ტაქტიკური ნაბიჯების განსაზღვრა;
  • კამპანიების დაგეგმვა, მართვა, შედეგების შეფასება და მონიტორინგი;
  • კომუნიკაციის პროცესში წყაროს, აუდიტორიისა და შეტყობინების რელევანტურად განსაზღვრა და კომუნიკაციის ადეკვატური არხებით გადაცემა;
  • ღონისძიებების დაგეგმვა, მენეჯმენტი (event management);
  • მედიასთან ურთიერთობის წარმართვა, მედიისათვის კონტენტის შექმნა;
  • დაინტერესებულ მხარეებთან (stakeholders) ურთიერთობის მენეჯმენტი;
  • რეპუტაციის განზომილებების მონიტორინგი და რეპუტაციის მართვა;
  • კრიზისული ვითარების პრევენცია და მართვა;
  • იმიჯის ფორმირება;
  • საჯარო გამოსვლის ტექსტის შექმნა (speech writing) და საჯარო გამოსვლის ტექნიკა;
  • მარკეტინგული გეგმის შედგენა, მარკეტინგული კვლევის დაგეგმვა, ბრენდინგი, მარკეტინგული კომუნიკაციის წარმართვა და სხვა.

 

კურსის დასრულების შემდეგ, მსმენელები შეიძენენ სპეციალურ ცოდნას „ყალბი ახალი ამბების“ (fake news) ამოცნობა-იდენტიფიკაციასა და მისი გავრცელების არეალის შეზღუდვის შესახებ. აგრეთვე, მათ ექნებათ საბაზო ცოდნა პოლიტიკურ სტრატეგიებში და პიარში, იქნება ეს პოლიტიკურ ფიგურასთან (გუნდთან) თანამშრომლობის თუ საარჩევნო კამპანიებში მონაწილეობის ფორმატი, თუ აუდიტორიის დამოკიდებულებების შეფასებასა და მისი შეცვლის მექანიზმების გამოყენება კამპანიის დაგეგმვისა და წარმართვისას.

 

კურსის დასრულებისას გაიცემა კავკასიის კომუნიკაციების ცენტრისა და კავკასიის უნივერსიტეტის ერთობლივი სერტიფიკატი.