თემატიკა

#1 მარკეტინგული კომუნიკაციები

 

წარმატებული თეორიებისა და მოდელების პრაქტიკული გამოყენება შერეული მარკეტინგული კომუნიკაციიის პროცესის დაგეგმვისა და განხორციელებისას.

 

ტრენერი - გიორგი ბარკალაია

ხანგრძლივობა - 6 საათი (2 შეხვედრა)

 

 

#2 ბრენდინგი

 

სასწავლო კურსი მიზნად ისახავს სტუდენტებისათვის ბრენდინგის ძირითადი საფუძვლების

გაცნობას. ბრენდინგის შესახებ საჭირო ცოდნებისა და ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის

მიწოდებას.

 

კურსის ამოცანები კი შემდეგში მდგომარეობს:

 

  • სტუდენტებისათვის ბრენდინგის, როგორც კომუნიკაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი

საშუალების, ეფექტურობის გაცნობა

  • ბრენდინგის ყველა ეტაპის მიმდინარეობის და თითოეულის მნიშვნელობის შესახებ

მაქსიმალური ინფორმაციის მიწოდება

 

თემატიკა:

 

  • ბრენდინგის ძირითადი ცნებები
  • როგორ იქმნება ბრენდი
  • ბრენდის შექმნის მეთოდიკები
  • ბრენდის ძირითადი ატრიბუტები
  • პრაქტიკული სამუშაო

 

ტრენერი - ანდრო მეტრეველი

ხანგრძლივობა - 6 საათი (2 შეხვედრა)

 

 

#3  მარკეტინგული კვლევა

 

მარკეტინგული კვლევის კურსი ორიენტირებულია, მსმენელს შეასწავლოს მარკეტინგული კვლევის დაგეგმვის და წარმოების ძირითადი საკითხები, რომლებსაც კვლევის პროდუქტის მომხმარებელი უნდა ფლობდეს.

 

კურსი მიმოიხილავს შემდეგ საკითხებს: მარკეტინგული კვლევის საჭიროების შეფასება, კვლევის პრობლემის იდენტიფიცირება და კვლევის საფეხურები; კვლევის დიზაინი და ინფორმაციის შეგროვება; კვლევის შედეგების ანალიზი და გამოყენება.

 

კურსის თემატიკის აღწერა: 

 

თემა 1: მარკეტინგული კვლევის საჭიროება და კვლევის საფეხურები

 

  • მარკეტინგული კვლევის გამოყენების სიტუაციების მიმოხილვა
  • მარკეტინგული კვლევის საჭიროების შეფასება
  • მარკეტინგული კვლევის დაგეგმვა
  • მარკეტინგული კვლევის საფეხურები
  • კვლევის პრობლემის შეფასება და კვლევის მიზნები

 

 თემა 2: კვლევის დიზაინი და ინფორმაციის შეგროვება 

 

  • კვლევის დიზაინი და კვლევის მეთოდები
  • მეორადი და პირველადი ინფორმაციის შეგროვება
  • კითხვარის მომზადების ძირითადი საკითხები
  • რესპოდენტთა შერჩევის მეთოდოლოგიის და შერჩევის პრინციპების მიმოხილვა

 

 თემა 2: კვლევის შედეგების ანალიზი 

 

  • კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაციის ანალიზი
  • შედეგების გამოყენება მარკეტინგული პრობლემის გადასაწყვეტად

 

ტრენერი - დავით წიკლაური

ხანგრძლივობა - 6 საათი (2 შეხვედრა)

 

 

#4 ციფრული მარკეტინგი

ხანგრძლივობა - 6 საათი (2 შეხვედრა)

 

#5 ციფრული მარკეტინგი და კომუნიკაცია  

 

ამ შეხვედრების ფარგლებში ჩვენ მიმოვიხილავთ თუ როგორ დავაფუძნოთ საკუთარი კომპანია, ორგანიზაცია თუ ინიციატივა ციფრულ სამყაროში, როგორ გავიგოთ ვინ არის ჩვენი სეგმენტი და რა პროდუქტი თუ სერვისი უნდა შევთავაზოთ მას. 

 

ტრენერი - მირიან ჯუღელი 

ხანგრძლივობა - 6 საათი (2 შეხვედრა) 

 

#6 სტრატეგიული კომუნიკაცია

 

  1. საზოგადოებასთან ურთიერთობის ისტორია და ძირითადი მოდელები

 

  • საზოგადოებასთან ურთიერთობის ისტორია - პროფესიის გაჩენის განმაპირობებელი ფაქტორები, ისტორიული და ეკონომიკური წინაპირობები
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის ძირითადი მოდელები, მათი მახასიათებლები. განსხვავება საზოგადოებასთან ურთიერთობასა და სტრატეგიულ კომუნიკაციას შორის
  • საზოგადოებასთან ურთიერთობა - კომუნიკაციის პროცესის ძირითადი ეტაპები და კომპონენტები, ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს პროცესსა და შედეგზე
  • დამოკიდებულებების ჩამოყალიბებისა და ცვლილების აპრობირებული მიდგომები და ტექნოლოგიები
  • რეპუტაცია, იმიჯი და სტერეოტიპი - მიმართება სამ კონსტრუქტს შორის
  • რეპუტაცია, როგორც კონსტრუქტი, მისი ძირითადი განზომილებები,
  • რეპუტაციის შეფასება; რეპუტაციის აუდიტი და მართვა
  • სოციალური პასუხისმგებლობა - როგორც სამოქალაქო პოზიციის, სოლიდარობისა და თანამონაწილეობის მანიფესტირება და როგორც, რეპუტაციის მნიშვნელოვანი შემადგენელი
  • CSR პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების ძირითადი პრინციპები

 

ტრენერი - მაია გაბუნია

ხანგრძლივობა - 6 საათი (2 შეხვედრა)

 

  1. პრესსამსახური - ისტორია, დანიშნულება, მუშაობის მექანიზმი და პრინციპები.

 

ესაა თეორიული და პრაქტიკული ცოდნის სინთეზი, რომელიც საზოგადოებასთან ურთიერთობის წინა ხაზის მრავალწახნაგოვან სახეს ასახავს.

 

 მოცემული 6 საათის შემდეგ, თქვენ გეცოდინებათ:

 

  • პრესსამსახურის ტიპები, სტრუქტურა, ამოცანები და მიზნები;
  • მედიასთან კომუნიკაციის სტრატეგია, ტაქტიკა და ფორმები;
  • მედიაგეგმარების მთავარი ელემენტები;
  • საინფორმაციო მასალის შექმნის ძირითადი წესები.

 

ტრენერი: თეა პერტაია

ხანგრძლივობა: 6 საათი (2 შეხვედრა)

 

  1. სტრატეგიული კომუნიკაციები; კრიზისული კომუნიკაციები; საკომუნიკაციო კამპანიის დაგეგმვა OASIS პრინციპით

 

  • სტრატეგიული კომუნიკაციები -  ძირითადი არსი და პრინციპები

 

მოკლე მიმოხილვა:

 

  • რა არის სტრატეგიული კომუნიკაციები?
  • ეფექტიანი კომუნიკაციები
  • სტრატეგიული კომუნიკაციების 4 პარამეტრი
  • კომუნიკაციების ძირითადი პრინციპები
  • ზეგავლენის მოხდენის ეტაპები
  • სტრატეგიული კომუნიკაციები საზოგადოებასთან ურთიერთობა

 

კრიზისული კომუნიკაციები

 

მოკლე მიმოხილვა:

 

  • რა არის კრიზისი?
  • კრიზისის ტიპები
  • კრიზისის ანატომია
  • რა არის კრიზისის დროს კომუნიკაცია?
  • რას იწვევს კრიზისისთვის მოუმზადებლობა?
  • რა უნდა გაკეთდეს კრიზისამდე?
  • რა უნდა გაკეთდეს კრიზისის დროს?
  • რა უნდა გაკეთდეს კრიზისის შემდეგ?

 

  • OASIS  - საკომუნიკაციო კამპანიის დაგეგმვის მოდელი

 

მოკლე მიმოხილვა:

 

  • საინფორმაციო კამპანია და OASIS კამპანიის დაგეგმვის ინსტრუქცია
  • რა არის კამპანია?
  • კამპანიის დაგეგმვის ეტაპები: მიზანი, ამოცანები, აუდიტორიის არსის გაგება, სტრატეგია, განხორციელება, შეფასება.

 

ტრენერი - ირმა გეგეჭკორი

ხანგრძლივობა 6 საათი (2 შეხვედრა)

 

#7 სოციალური მედიის დეველოპმენტი

 

  • ზოგადი მიმოხილვა. დღეს რა წილი უკავია სხვადასხვა სფეროში
  • რამდენად უწყობს ხელს საქმიანობაში. სწორად მართული სოცმედიის მიმართულება რა ბენეფიტების მომტანია
  • დეველოპერების მუშაობის სპეციფიკა, რეკრუტირება
  • კონტენტის დამუშავება
  • კომუნიკაციის აწყობა
  • პერმანენტული რუტინა
  • სწორი და არასწორი მენეჯმენტი
  • პრაქტიკული ნაწილი

 

ტრენერი: ეკატერინე ჟვანია

ხანგრძლივობა: 6 საათი (2 შეხვედრა)

  

#8 რეკლამა და მედია განთავსება

 

მედია მენეჯმენტი:

 

  • სტრატეგიული დაგეგმვა
  • ორგანიზება და კოორდინაცია
  • წარმოება, განთავსება, პრომოუშენი

 

განთავსების (პროგრამირების) სტრატეგიები

 

  • აუდიტორიის კვლევა
  • აუდიტორიის სეგმენტაცია
  • საკომუნიკაციო არხის სტრატეგია

 

ტრენერი - თინა ბერძენიშვილი

ხანგრძლივობა: 6 საათი (2 შეხვედრა)

 

#9 ივენთ მენეჯმენტი

 

  • ფესტივალი - იდეა
  • რას ემსახურება ფესტივალები. რატომ არის ფესტივალი მნიშვნელოვანი და რას ნიშნავს ფესტივალი კულტურის სფეროსათვის
  • რა სოციალური, კონომიკური უპირატესობა შეიძლება შექმნას ფესტივალებმა ქალაქებისათვის და ქვეყნისათვის
  • როგორ დგება ფესტივალების პროგრამა ; ვინ მონაწილეობს ფესტივალის შექმნაში და რა გავლენას ახდენს ფესტივალები სფეროს ან მაყურებლის განვითარებაზე
  • რას ნიშნავს ფესტივალისათვის „ვარსკვლავები“ და რას ნიშნავს ახალი აღმოჩენები - როგორ ხდება აღმოჩენები
  • მიმართულებები - რა გვინდა ვთქვათ , რაზე ველაპარაკებით მაყურებელს
  • თანამედროვე ტექნოლოგია - ახალი სახვითი ენა და ფესტივალი
  • რისკები - ფესტივალის ორგანიზებაში
  • რისკები მაყურებელთან ურთიერთობაში
  • ისტორიული რისკები

 

ტრენერი ეკა მაზმიშვილი

ხანგრძლივობა: 3 საათი (1 შეხვედრა)

 

#10 გუნდურობა და ლიდერობის გარემო (teamwork and leadership culture)

 

ლიდერის ინსტრუმენტები (leaders instruments) ეჯაილ მენეჯმენტი (agile management)

 

ტრენერი - ალექსანდრე ჯეჯელავა

ხანგრძლივობა: 6 საათი (1 შეხვედრა)

 

#11 ეფექტური კომუნიკაციები

 

კურსი გაიყოფა 2 პირობით ნაწილად:

 

I - რა არის ეფექტური კომუნიკაცია, ეფექტური კომუნიკაციის დაგეგმვა და

იმპლემენტაცია

 

II - აუდიტორიის ცოდნის და საჯარო გამოსვლის მნიშვნელობა ეფექტურ

კომუნიკაციაში, ძირითადი ფაქტორები და პრაქტიკული მოდულები

 

I - ნაწილი

 

ეფექტური კომუნიკაცია 

 

  • კომუნიკაციის თეორიის ზოგადი მიმოხილვა
  • კომუნიკაციის ტიპები, ვერბალური, არავერბალური და ვიზუალური კომუნიკაციის მიმოხილვა
  • ეფექტური კომუნიკაციის ძირითადი პრინციპები და კომპონენტები
  • როგორ დავგეგმოთ ეფექტური კომუნიკაცია?
  • როგორ გავიუმჯობესოთ პერსონალური საკომუნიკაციო უნარები?
  • როგორ შევაფასოთ რამდენად ეფექტურია კომუნიკაცია?
  • როგორ ავირიდოთ დაბრკოლებები კომუნიკაციაში?
  • საკომუნიკაციო კამპანია, როგორც ეფექტური კომუნიკაციის მაგალითი
  • საკომუნიკაციო გეგმის შედგენა - OASIS მოდელის მაგალითზე (თეორიულთან ერთად, განხილული იქნება კონკრეტული და რეალური მაგალითები, მოხდება პრაქტიკული სავარჯიშოების განხილვა)

 

დამარწმუნებელი კომუნიკაცია:

 

  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის მთავარი ასპექტები
  • წყაროს სანდოობა, როგორ გადავამოწმოთ წყაროს სანდოობა
  • შეტყობინების როლი, მისი სეგმენტირება, ფორმულირება და მისი დამაჯერებლობა
  • სწორი შეტყობინებათა სისტემის შექმნა, როგოც დამარწმუნებელი კომუნიკაციის განმსაზღვრელი ინსტრუმენტი

 

ტრენერი: მაია ბიგვავა

ხანგრძლივობა: 6 საათი (2 შეხვედრა)

 

#12 მედიის საქმიანობის აღიარებული პრინციპები MEDIA RELATION

 

  • ქართული და უცხოური მედიის თავისებურებები
  • მედიის მიერ რეალობის ასახვის თავისებურებები

  

ტრენერი - სოფო მოსიძე

ხანგრძლივობა - 3 საათი (1 შეხვედრა) 

 

#13 სფიჩ რაითინგი

 

  • არსი
  • სტრუქტურა
  • ნარსახეობები და დამკვეთზე/ მსმენელზე მორგების ტექნიკა
  • პრაქტიკული ნაწილი

 

ტრენერი: ეკატერინე ჟვანია

ხანგრძლივობა: 3 საათი (1 შეხვედრა)

 

#14 ფეიკ ნიუსების იდენტიფიცირება

 

საინფორმაციო ველის მრავალფეროვნებისა და სოციალური ქსელების ეპოქაში, თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ყალბი ახალი ამბები (fake news) და ის მძიმე შედეგებია, რაც საზოგადოების განწყობით მანიპულირებას მოაქვს.

 

კურსის მიზანია მსმენელს აუხსნას:

 

  • როგორია ყალბი ახალი ამბის გავლენა საზოგადოების პოლიტიკურ, იდეოლოგიურ, თუ სხვა მოსაზრებებზე და როგორ ცვლის ის საზოგადოების განწყობებს „ვინმეს“ ან „რეიმეს“ სასარგებლოდ
  • როგორ იქმნება/მყარდება და რას ემსახურება ე.წ. „მითების“ გავრცელება
  • როგორ ამოვიცნოთ ყალბი ახალი ამბავი და ცრუ პროპაგანდისტული საინფორმაციო ნაკადები

 

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები შეძლებენ:

 

  • ამოიცნონ ყალბი ახალი ამბავი - რამდენი სახის, რა ფორმით და სად გვხვდება ის ყოველდღიურად
  • საიდან იღებს სათავეს ყალბი ახალი ამბების გავრცელება და როგორ ფორმებს იძენდა ის სხვადასხვა ეპოქაში
  • როგორია ცრუ ინფორმაციის ხასიათი და გავლენა მასებზე
  • როგორ შევუშალოთ ხელი ცრუ ახალი ამბის გავრცელებას
  • რა „მითებია“ ყველაზე საშიში საქართველოს დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული განვითარებისთვის

 

ტრენერი: მარიამ სხილაძე

ხანგრძლივობა: 6 საათი (2 შეხვედრა)