Smart City - ვიცხოვროთ უკეთეს ქალაქში

9 January 2017

კავკასიის უნივერსიტეტის სტარტაპ აქსელერატორი გიწვევთ ჰაკათონზე, რომელიც გაიმართება 28 და 29 იანვარს, 10:00 საათზე.

თანამედროვე ტექნოლოგიებს მრავალი პრობლემის გადაჭრა შეუძლიათ. ზოგჯერ ყველაზე მარტივ გადაწყვეტას ძალიან რთული პრობლემა მოუგვარებია. ამის მაგალითი მრავლად არსებობს:

https://youtu.be/cbEKAwCoCKw
https://youtu.be/SByymar3bds

სწორედ ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ ტექნოლოგიები უკეთესი ქალაქის შექმნისკენ მივმართოთ.

სწორედ ამ მიზნით, 28-29 იანვარს გაიმართება ჰაკათონი Smart City, რომლის მიზანიც არის 2 დღის განმავლობაში, გუნდებმა შექმნან სხვადასხვა პრობლემების ინოვაციური გადაწყვეტები, რომელიც უკეთესს გახდის ჩვენს დედაქალაქს - იქნება ეს პარკირების, ეკოლოგიის, რიგების თუ სხვა პრობლემები.

გუნდების შეფასება ორი ძირითადი კრიტერიუმით მოხდება:

რამდენად შეიძლება აღნიშნული ინოვაციის გამოყენება რეალობაში;
რამდენად ორიგინალურია გადაწყვეტილება.


პრიზების და სხვა სამოტივაციო ამბების შესახებ ივენთის გვერდზე დავდებთ დროდადრო ინფორმაციას. მანამდე კი მსურველებმა გთხოვთ შეავსოთ განაცხადი.