სამეცნიერო ნაშრომების კრებული

15 December 2016

კავკასიის უნივერსიტეტის სამეცნიერო დეპარტამენტი ამზადებს 2017 წლის სამეცნიერო ნაშრომების კრებულს. კავკასიის უნივერსიტეტის თანამშრომლების გარდა დასაშვებია სხვა უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ–მასწავლებელთა, მკვლევართა და სტუდენტთა მაღალი სამეცნიერო ღირებულების მქონე ნაშრომების გამოქვეყნება.

 

წარმოდგენილი ნაშრომები გამოქვეყნდება რეცენზენტის დასკვნის საფუძველზე.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ 2016 წლის 15 დეკემბრამდე სამეცნიერო ნაშრომი და ანოტაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tgherkenashvili@cu.edu.ge

 

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.