ალუდა გოგლიჩიძე CES-ის ღია ლექცია-სემინარების ციკლის ფარგლებში

5 ივნისი 2020
5 ივნისს, 19:00 საათზე, კავკასიის განათლების სკოლის-CES ღია ლექცია-სემინარების ციკლი კიდევ ერთ საინტერესო სპიკერს უმასპინძლებს. 
 
ამჯერად, დისტანციურ ლექციას გაუძღვება ალუდა გოგლიჩიძე, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და კავკასიის განათლების სკოლის დეკანი.
 
შეხვედრის თემა-"დაწყებითი პედაგოგიკა-წიგნიერების გამოწვევები პედაგოგების მომზადება–გადამზადების კონტექსტში".
 
შეგახსენებთ, რომ ღია ლექცია-სემინარების ციკლი ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასები) მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისათვის არის განკუთვნილი. 
 
დისტანციური შეხვედრების ფარგლებში, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები, საინტერესო სპიკერებთან ერთად, განათლების სისტემის გამოწვევებზე, სიახლეების დანერგვაზე და ზოგადად, განათლების ირგვლივ არსებულ აქტუალურ საკითხებზე მსჯელობენ.
 
დისტანციურ ლექციაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე.