დაწყებითი პედაგოგიკის ესეების კონკურსის გამოწვევები

8 ივნისი 2020
8 ივნისს, 17:00 საათზე, გაიმართება კავკასიის განათლების სკოლის ესეების კონკურსის ფარგლებში, საკონსულტაციო შეხვედრა თემაზე - „დაწყებითი პედაგოგიკის ესეების კონკურსის გამოწვევები“.
 
საკონსულტაციო შეხვედრას გამართავენ ალუდა გოგლიჩიძე – კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, კავკასიის განათლების სკოლის დეკანი და პაატა პაპავა – კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასები) მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული უნარებისმოდულის კოორდინატორი.
 
შეხვედრა დისტაციურად, ზუმის საშუალებით ჩატარდება და მის ფარგლებში დაინტერესებული პირები მიიღებენ ნაშრომის შექმნისთვის საჭირო ინფორმაციას.
 
ონლაინ კონსულტაციაზე დასწრების მსურველებმა, გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე