იმიტირებული სასამართლოს პროცესი აბიტურიენტებისთვის, ქალაქ ბათუმში

21 მარტი 2019

21-23 მარტს, ბათუმში, იმიტირებული სასამართლო პროცესი აბიტურიენტებისთვის გაიმართება.

 

პროცესი გაიმართება კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს ორგანიზებით.

 

პროცესს გაუძღვებიან აჭარის ავტონომიური რესპუპლიკის პროკურორი ნათია სინღულაშვილი და ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე, ისინი მხარეებს სასამართლო პროცესისთვის მოამზადებენ.

 

21 მარტს 17:00 საათი (შეხვედრა  ბათუმის საქალაქო სასამართლოში)

22 მარტს 12:00 საათი (შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურაში)

23 მარტს 11:00 საათი (იმიტირებული სასამართლო პროცესი)

 

გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია