CSL - თემატური სასემინარო ნაშრომის დაცვა

12 სექტემბერი 2018

27 სექტემბერს, 19:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის მშვიდობის კვლევის ცენტრში, კავკასიის სამართლის სკოლის დოქტორანტის მარინა კობახიძის თემატური სასემინარო ნაშრომის დაცვა გაიმართება. დოქტორანტი წარმოადგენს თემას “ჩანასახის სამართლებრივი მდგომარეობა და მისი სამართალსუბიექტად ცნობის პრობლემური ასპექტები საქართველოს კანონმდებლობაში’’.

 

27 სექტემბერს, 20:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის მშვიდობის კვლევის ცენტრში, კავკასიის სამართლის სკოლის დოქტორანტის ირაკლი შამათავას თემატური სასემინარო ნაშრომის დაცვა გაიმართება. დოქტორანტი წარმოადგენს თემას “პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება (სასამართლო პრაქტიკისა და მოქმედი კანონმდებლობის უახლესი რეგულაციის შედარებით-სამართლებრივი ანალიზი გერმანულ-ფრანგულ სამართალთან)’’.

 

დასწრება თავისუფალია