კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ცერემონიალი

21 ივნისი 2018
28 ივლისს, 19:00 ​საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ცერემონიალი გაიმართება. კურსდამთავრებულებს დიპლომები საზეიმო ვითარებაში გადაეცემათ. 
 
ღონისძიებას პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები დაესწრებიან. რამდენიმე სტუმარს საპატიო დოქტორის წოდებაც მიენიჭება.
 
კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ცერემონიალი ისტორიულია, რადგან ღონისძიება პირველად CU კამპუსში გაიმართება.