კონკურსი აბიტურიენტებისთვის - არქიტექტონი

24 თებერვალი 2018

24-25 თებერვალს, 12:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართება კონკურსი - არქიტექტონი.

 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ XI-XII კლასის მოსწავლეებისაგან დაკომპლექტებულ გუნდებს. გუნდი უნდა შედგებოდეს არაუმეტეს 3 მოსწავლისაგან. ერთი სკოლიდან დასაშვებია რამდენიმე გუნდის მონაწილეობა. ასევე, დასაშვებია, გუნდის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისაგან დაკომპლექტება.

 

კონკურსში მონაწილეებმა უნდა შექმნან ნამუშევარი თემაზე „ცოდნის ქალაქი“. ნამუშევრის შესრულების ფორმას (პროექტი, მაკეტი, ნახატი, ნახაზი) თავად კონკურსანტები წყვეტენ. მათ განკარგულებაში იქნება: მუყაოს ქაღალდები, სხვადასხვა ზომისა და ფერის ქაღალდები, ხის ჩხირები, საღებავები, ფანქრები, წებო და სხვა დეტალები. კონკურსი გაგრძელდება 2 დღის განმავლობაში (დღეში 4 საათი). ნამუშევრები შეფასდება სპეციალური ჟიურის მიერ.

 

  • I ადგილზე გასულ გუნდს გადაეცემა 15 000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი
  • II ადგილზე გასულ გუნდს გადაეცემა 9 000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი
  • III ადგილზე გასულ გუნდს გადაეცემა 6 000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი

 

საპრიზო ადგილზე გასული გუნდის წევრი მიიღებს გუნდისთვის გამოყოფილი ვაუჩერის 1/3-ს. მიღებული ვაუჩერი დააფინანსებს კავკასიის უნივერსიტეტში ბაკალავრიატში სწავლის საფასურს 4 წლის განმავლობაში. ვაუჩერებით სარგებლობა შეუძლიათ 2018 ან 2019 წელს კავკასიის უნივერსიტეტში ჩარიცხულ სტუდენტებს.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ონლაინ რეგისტრაცია უნდა გაიარონ 20 თებერვლის ჩათვლით.