კონკურსი აბიტურიენტებისთვის - ლოგიკური თამაშების ლიგა

9 იანვარი 2018

17 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართება კონკურსი - ლოგიკური თამაშების ლიგა. 

 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ XI-XII კლასის მოსწავლეებისაგან დაკომპლექტებულ გუნდებს. გუნდი უნდა შედგებოდეს არაუმეტეს 3 მოსწავლისგან. ერთი სკოლიდან დასაშვებია რამდენიმე გუნდის მონაწილეობა. ასევე, დასაშვებია, გუნდის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისგან დაკომპლექტება.

 

კონკურსის მონაწილეებმა უნდა ამოხსნან 15 ლოგიკური ამოცანა, რომლისთვისაც გამოყოფილი იქნება დრო - 2 საათი და 30 წუთი.

 

თანაბარი ქულების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელიც უფრო მოკლე დროში ამოხსნის ამოცანებს.

 

  • I ადგილზე გასულ გუნდს გადაეცემა 15 000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი
  • II ადგილზე გასულ გუნდს გადაეცემა 9 000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი
  • III ადგილზე გასულ გუნდს გადაეცემა 6 000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი

 

საპრიზო ადგილზე გასული გუნდის წევრი, მიიღებს გუნდისთვის გამოყოფილი ვაუჩერის 1/3-ს. მიღებული ვაუჩერი დააფინანსებს კავკასიის უნივერსიტეტში ბაკალავრიატში სწავლის საფასურს 4 წლის განმავლობაში. ვაუჩერებით სარგებლობა შეუძლიათ 2018 ან 2019 წელს კავკასიის უნივერსიტეტში ჩარიცხულ სტუდენტებს.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ონლაინ რეგისტრაცია უნდა გაიარონ 15 თებერვლის ჩათვლით.