კახა კოჟორიძის საჯარო ლექცია

30 ნოემბერი 2017

7 დეკემბერს, 20.00 საათზე, კავკასიის სამართლის სკოლის ლექტორი და საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: "გამართლებულია თუ არა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა სიტყვის თავისუფლების იდეის დაცვის მოტივით?“ ლექცია ჩატარდება ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში.

 

მის: Impact Hub, ფაბრიკის ტერიტორია, ე. ნინოშვილის ქ. 8