Deloitte-ის კონკურსი სტუდენტებისთვის

27 აპრილი 2018

27 აპრილს, 10:00-დან 17:00 საათამდე, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართება, Deloitte-ის კონკურსი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ წამყვანი უნივერსიტეტების შერჩეული სტუდენტები. შეჯიბრებისას დაკომპლექტდებიან გუნდები, გადაეცემათ დავალება და წარადგენენ პრეზენტაციას, რის შემდეგაც ჟიური საუკეთესო გუნდს გამოავლენს.

 

გამარჯვებულებს კომპანია Deloitte გასაუბრებაზე მიიწვევს და მათ ტესტირების გარეშე დაასაქმებს.

 

Deloitte, Big Four-ის წევრი საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც საჯარო და კერძო სექტორის კლიენტებს აუდიტის, საგადასახადო, საკონსულტაციო და ფინანსურ მომსახურებას სთავაზობს.