ახალი ეპოქის დასაწყისი - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921წწ)

1 ივნისი 2018

1-2 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში ჩატარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (პირველი რესპუბლიკა 1918–1921 წწ.) – ახალი ეპოქის დასაწყისი.“ კონფერენცია საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავთან დაკავშირებით იმართება და მოიცავს კვლევებს ისტორიის, სამართლის, ეკონომიკის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის მიმართულებით. კონფერენციაში მონაწილეობს 70-მდე მომხსენებელი საქართველოსა და უცხოეთის სხვადასხვა უნივერსიტეტიდან და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებიდან.

 

კონფერენციის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი პერიოდის შესახებ უახლესი კვლევების გაცნობას, ახალგაზრდა მკვლევართა დაინტერესებას, მკვლევარებს შორის საერთაშორისო კავშირების დამყარებასა და შემდგომი პროექტების გახორციელებას. კონფერენციის მოხსენებები დაიბეჭდება წიგნის სახით.