ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაში

22 დეკემბერი 2017

22 დეკემბერს შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით, კავკასიის უნივერსიტეტში ჩატარდება ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაში.

 

ვეფხისტყაოსნის სამაგიდო, ინტელექტუალური თამაში, ახალგაზრდა ქართველი მეცნიერის შექმნილია.

პროექტი ხორციელდება "ორბელიანი საქართველოს" მიერ, შვედეთის საელჩოს და ფონდ "იავანანას" ფინანსური მხარდაჭერით, რაც ითვალისწინებს ფულად ჯილდოს თამაშში გამარჯვებულთათვის. თამაში არის გუნდური და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია კავკასიის უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტს.

 

გუნდი შედგება ორი სტუდენტისგან, კავკასიის უნივერსიტეტში თამაშში 12 გუნდი ჩაერთვება.

 

თამაშის წესები:

პირველი ტური - ვეფხისტყაოსნის ,,რა? სად? როდის?’’ (ხანგრძლივობა 40 წუთი)

მეორე ტური - „აფორიზმების ფაზლი-ლოტო’’ (ხანგრძლივობა 40 წუთი)

მესამე ტური ჩატარდება ორ ნაწილად: 

 

  • პირველი ნაწილი მოიცავს ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაშს. რუკაზე წარმოდგენილი იქნება ვეფხისტყაოსნის გეოგრაფიული სამყარო და სიუჟეტური შინაარსი. თამაში კამათლის გაგორებით და პერსონაჟების გადაადგილებით ტარდება. 
  • მეორე ნაწილში ითამაშებს 3 გუნდი ერთ რუკაზე და გადაინაწილებენ პირველ, მეორე და მესამე ადგილებს.  

 

გამარჯვებულ გუნდებს საჩუქრად გადაეცემათ:

პირველი ადგილი - 500 ლარიანი ვაუჩერი;

მეორე ადგილი - 300 ლარიანი ვაუჩერი;

მესამე ადგილი - 200 ლარიანი ვაუჩერი.

 

სამივე გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა ,,ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაშის“ პირველი გამოცემა. ყველა მონაწილე გუნდს გადაეცემა ,,ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაშის“ კალენდრები და სერტიფიკატები. შეჯიბრის მოდერატორია თამაშის ავტორია ლევან გელაშვილი. სტუდენტებს ასისტირებას გაუწევევენ საორგანიზაციო ჯგუფის წევრები, კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორები: ნათია ფუტკარაძე, ნიკოლოზ შამუგია, ხატია ჯანგავაძე და ზურაბ ბარათაშვილი.

 

თამაში ჩატარდება 15:00 საათზე, B26 აუდიტორიაში.