დათო ტურაშვილის Lit-Talks - ლიტერატურის ღირებულება

5 ივნისი 2020

5 ივნისს, 17:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის ლიტერატურული კლუბის რუბრიკის, ლიტერატურული საუბრების ფარგლებში, კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა გაიმართება მწერალ დათო ტურაშვილთან.

 
დათო ტურაშვილი ლიტარატურის ღირებულებაზე ისაუბრებს. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართება.
 
რუბრიკის მოდერატორია კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტი და CU ლიტ კლუბის წევრი ლევან კაკლიანი.

დასწრების მსურველებმა, გთხოვთ გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე.
 
შეგახსენებთ, რომ Lit-Talks-ი სისტემატურად, კვირაში ერთხელ ტარდება. რუბრიკის ფარგლებში, სხვადასხვა საინტერესო სტუმარი განსხვავებულ ლიტერატურას განიხილავს.