ერიკ ლივნის საჯარო ლექცია 21-ე საუკუნის განათლება: ფართო, ღრმა თუ მოქნილი?

16 აპრილი 2019

16 აპრილს, 16:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, ერიკ ლივნის საჯარო ლექცია გაიმართება.

 

ლექციის თემა:

 

  • თანამედროვე საჯარო სკოლების ფუნქცია და სწავლების მეთოდები
  • უმაღლესი განათლების სისტემა, ლექციების სტრუქტურა და ძირითადი აქცენტები

 

ლექციაზე ერიკ ლივნი ისაუბრებს, როგორი უნარ-ჩვევები გვჭირდება 21-ე საუკუნეში და როგორ შეგვიძლია ჩვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. ერიკ ლივნი საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეკონომიკურ კომისიას ხელმძღვანელობს და კავკასიის უნივერსიტეტის რექტორისა და ფინეთის საერთაშორისო სკოლის პროექტში უფროსი მრჩეველია

 

ლექცია გაიმართება ინგლისურ ენაზე