კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ცერემონიალი

8 ოქტომბერი 2016

8 ოქტომბერს, 14:00 საათზე, სასტუმრო „მილენიუმ ბილტმორში" კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ცერემონიალი გაიმართება. კურსდამთავრებულები დიპლომებს საზეიმო ვითარებაში მიიღებენ.

ღონისძიებას უცხოური პარტნიორი უნივერსიტეტების წარმოამდგენლები დაესწრებიან. რამდენიმე სტუმარს საპატიო დოქტორის წოდებაც გადაეცემა.