ღია ლექციები არტარეასთან ერთად

12 ივლისი 2017

კავკასიის ახალი კინოს სკოლა კინოხელოვნებით დაინტერესებული სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის, არტარეასთან ერთად ღია ლექციების განახლებულ ციკლს იწყებს. 21 ივნისიდან, ყოველი კვირის ოთხშაბათს, 7 საათზე, არტარეაში ლექციებს გაუძღვებიან: დრამატურგი დავით გაბუნია, ფილოსოფოსი და ლიტერატურათმცოდნე ლუკა ნახუცრიშვილი, მხატვარი გია ბუღაძე და ა.შ. ლექციებზე დასწრება თავისუფალია.