ონლაინ ბიზნეს ვორკშოპი აბიტურიენტებისთვის

18 დეკემბერი 2020

18 დეკემბერს, 15:00 საათზე, ონლაინ რეჟიმში აბიტურიენტებისთვის გაიმართება ბიზნეს ვორკშოპი, თემებზე: „მარკეტინგის რაობა“, „ხელოვნური ინტელექტი ფინანსებში“  და  „სტრატეგიის როლი ბიზნესში“.

 

ვორკშოპის მომხსენებლები იქნებიან კავკასიის ბიზნესის სკოლის დეკანი ელენე ჯღარკავა, კავკასიის ბიზნესის სკოლის სრული პროფესორი ერეკლე პირველი და კავკასიის ბიზნესის სკოლის ლექტორი რუსუდან ჩაჩანიძე. 

 

აბიტურიენტებს ვირტუალურად გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი ელექტრონული სერტიფიკატები. დამსწრე აუდიტორია, ასევე მიიღებს ზოგად ინფორმაციას კავკასიის უნივერსიტეტის, მისი პრიორიტეტებისა და საბაკავალრო პროგრამების შესახებ. 

 

დაინტერესებულმა პირებმა გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია

 

დარეგისტრირებულ მონაწილეებს, შეხვედრის ბმული ინდივიდუალურად გაეგზავნებათ.