სპორტფოტო

27 მარტი 2019

27 მარტს, 14:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში სპორტფოტო 2018 გაიმართება.

 

CU კამპუსში პროექტის "სპორტფოტო" ავტორებთან ერთად, საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, მილტონ ჰეიგი და მორაგბეები, სოსო მათიაშვილი და შალვა მამუკაშვილი სტუდენტებთან შეხვედრას გამართავენ

 

კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გამოფენილი იქნება 2018 წლის მთავარი სპორტული მოვლენების ფოტოები.

 

პროექტი სპორტფოტო 2014 წლიდან თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.