სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია - ’’საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივები”

18 ნოემბერი 2016

18 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტი,  აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, თბილისის ევროპული ახალგაზრდული ცენტრის თანამონაწილეობითა და  ფრიდრიხ ებერტის ფონდის დაფინანსებით, სასტუმრო  ,,ბომონდ გარდენში’’, ატარებენ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას:  ’’საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივები”.                                                      

მონაწილეობენ საქართველოს უნივერსიტეტების სამართლის, ეკონომიკის,  ბიზნესის ადმინისტრირების, საჯარო მმართველობისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლების  მაგისტრატურისა  დადოქტორანტურის სტუდენტები.

 

გათვალისწინებულია ორიგინალური იდეებით გამსჭვალული საუკეთესო სტუდენტური სამეცნიერო ნაშრომების შერჩევა, სამეცნიერო პოტენციალის მქონე ახალგაზრდა მკლევართა წარმოჩენა და მათი პროფესიული ზრდის ხელშეწყობა.

 

საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომები დაჯილდოვდება და დაიბეჭდებასაკონფერენციო შრომების კრებულში. ნაშრომებს შეაფასებენ  ქართველი და უცხოელი მოდერატორები. 

 

კონფერენციაში მონაწილეობა  დაფინანსდება ორგანიზატორების  მიერ. 

 

მნიშვნელოვანი თარიღები:


– 26 ოქტომბერი, 2016, 18:00 
სთ.   – ანოტაციის, აპლიკაციისა და სამეცნიერო ნაშრომის გაგზავნის ბოლო ვადა;

– 18 ნოემბერი, 2016, 10:00 –18:00 სთ.  – კონფერენცია. 

 

დამატებითი მოთხოვნები კონფერენციაში მონაწილეობისათვის იხილეთ თანდართული (PDF) ფაილი.