"თბილისის ახალგაზრდული საკრებულოს" პრეზენტაცია

21 ოქტომბერი 2016

21 ოქტომბერს 15:00 საათზე,  კავკასიის უნივერსიტეტში, პროფესორ მზია მიქელაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბატონი თედო კობახიძე წარმოადგენს ახალ პროექტს"თბილისის ახალგაზრდული საკრებულო".

 

თემატიკა: თბილისის ახალგაზრდული საკრებულოს შექმნა, მისი მიზნები, ფუნქციები, სტუდენტთა გაწევრიანების ფორმა,საქმიანობის ძირითადი მიმართულებები. 

 

გახდი თბილისის ახალგაზრდული საკრებულოს წევრი!

 

დასწრება თავისუფალია.