მედია განათლებისა და პოლიტიკური დიალოგის პერსპექტივების ცვლილება - პროექტის სამუშაო შეხვედრა

5 ნოემბერი 2018

24-30 აგვისტოს, კავკასიის უნივრსიტეტის პროფესორი მამუკა ანდღულაძე და  კავკასიის სახელმწიფო მართვისა და მედიის სკოლის სტუდენტები - ნანა ინასარიძე და ელენე ბარჯაძე, გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის - "მედია განათლებისა და პოლიტიკური დიალოგის პერსპექტივების ცვლილება" ფარგლებში, სამუშაო შეხვედრაზე იმყოფებონენ ქალაქ ოდესაში, უკრაინაში.  

 

შეხვედრის მთავარი მიზანი გახლდათ პროექტის მონაწილე ქვეყნებში (გერმანია, საქართველო, სომხეთი, უკრაინა) არსებული პოლიტიკური და სოციალური მედიის პრობლემების განხილვა. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები გადანაწილდნენ დებატების, აუდიო-ვიზუალურ და ფოტო/ბლოგის სამუშაო ჯგუფებში.

 

დებატ ჯგუფის მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები როგორიცაა: სიძულვილის ენა, კონფლიქტების გაშუქება მედიაში, ყალბი ინფორმაცია, რუსული პროპაგანდა საქართველოში, პროპაგანდა და მედია მფლობელები უკრაინაში.  

 

აუდიო-ვიზუალურმა ჯგუფა მოამზადა ვიდეო მასალა ოდესაში არსებულ კულტურათა მრავალფეროვნებაზე, ხოლო ფოტო/ბლოგის ჯგუფმა შექმნა ფოტო მასალა, რომელშიც ასახულია ზემოხსენებული ორივე ჯგუფის სამუშაო პროცესი.

 

პროექტის ფარგლებში შემდეგი შეხვედრა დაგეგმილია 4-11 ნოემბერს, რომელიც გაიმართება ქალაქ კიევში.