კავკასიის უნივერსიტეტში ომბუდსმენის აპარატი დაარსდა

3 სექტემბერი 2018

კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტთა კონსულტირების, დახმარების, სტუდენტების ინტერესებისა და უფლებების დაცვის, მათი დარღვევის ფაქტების გამოვლენისა და დარღვეული უფლების აღდგენის ხელშეწყობის მიზნებისათვის, ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობისა და საგრანტო პროექტ AESOP-ის (Advocacy Establishment for Students through Ombudsman Position) ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტში დაარსდა და ოპერირებს ომბუდსმენის ოფისი, სამართლის დოქტორისა და კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის - სალომე კუჭუხიძის ხელმძღვანელობით.

 

ომბუდსმენის ვალდებულებებში შედის:  სტუდენტების მიღება, მათი პრეტენზიების მოსმენა, მათთვის რეკომენდაციებისა და კონსულტაციების გაწევა, სტუდენტებისათვის მათი უფლებებისა და მოვალეობების გაცნობა, შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტების ჩათვლით და გამოვლენილი პრობლემების შესახებ, ინფორმაციის მიწოდება უნივერსიტეტის პრეზიდენტისათვის; ყოველწლიური ანგარიშისა და შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა.

 

ომბუდსმენის მიერ სტუდენტთა კონსულტირებისა და დახმარების სფეროები განისაზღვრება შემდეგი სახით:

 

  • ფინანსური რეგულაციები
  • ეთიკის ნორმები
  • უნივერსიტეტის სტრუქტურა და დეპარტამენტების ფუნქციები
  • უნივერსიტეტის მისია, შიდა გრანტები და პროგრამები, შიდა მობილობა, გაცვლითი პროგრამები
  •  საქართველოს კანონმდებლობა უმაღლესი განათლების სფეროში
  • სტუდენტთა უფლებები და ვალდებულებები, სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა, შეჩერება, კრედიტების დაგროვება და ტრანსფერი

 

ომბუდსმენს უფლება აქვს, სტუდენტებთან დაკავშირებით კავკასიის უნივერსიტეტის შესაბამისი დეპარტამენტისაგან ან სამსახურისაგან მოითხოვოს კავკასიის უნივერსიტეტის ნორმატიული მასალა, სტუდენტის სტატუსის შესახებ დებულების გაცნობა და მათში შესული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია.

 

ომბუდსმენის ოფისი მდებარეობს კავკასიის უნივერსიტეტის იურიდიულ მისამართზე: პაატა სააკაძის ქ.№1, ოთახი D4.

 

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული ფაილი