სასწავლო ვიზიტი ნიცას კოტდაზურის უნივერსიტეტში (HERD)

8 თებერვალი 2020
                                                                               

 

7-8 ოქტომბერს, ნიცას კოტდაზურის უნივერსიტეტმა უმასპინძლა სასწავლო ვიზიტს  Erasmus + ინსტიტუციური განვითარების პროექტის “საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კვლევითი შესაძლებლობების ამაღლება კვლევისა და განვითარების ერთეულების განვითარების გზით/უმაღლესი განათლების ხარჯები კვლევასა და განვითარებაზე (Raising Research Capacity of Georgian HEIs through Developing R&D Units - HERD)“ ფარგლებში.  

 

პროექტში მონაწილეობა მიიღო კავკასიის უნივერსიტეტის კვლევის ხელშეწყობის დეპარტამენტის დირექტორმა ნინო მაჩურიშვილმა. შეხვედრის მიზანი იყო უნივერსიტეტის კვლევებისა და განვითარების სტრატეგიის უკეთ გაცნობა.

 

დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო, როგორც პრეზენტაციები, ისე ვიზიტი სხვადასხვა ლაბებსა და კვლევით ცენტრებში. ასევე, გაიმართა ინდივიდუალური შეხვედრები თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. პროგრამაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები.

 

პროექტის მიზანია, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში  კვლევითი შესაძლებლობების ამაღლება კვლევისა და განვითარების ერთეულების განვითარების გზით.