პროექტის შესახებ

                                           

 

ევროპული ინტეგრაცია არის მეტადრე საშინაო პოლიტიკა, ვიდრე საგარეო პოლიტიკა. იგი ემსახურება ქვეყნისა და საქართველოს მოქალაქეების განვითარებას.  

 

ევროპული ინტეგრაციის პოლიტიკის ზეგავლენა ასახული უნდა იყოს სამართალში. ყველა ზეგავლენა უნდა იგრძნოს თითოეულმა საქართველოს მოქალაქემ. ასეთი შედეგი კი მიიღწევა სამართლებრივი რეფორმებითა და ევროპული პრაქტიკის დამკვიდრებით ეროვნულ დონეზე.

 

ქართველები დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ ევროკავშირთან დაახლოებას მოჰყვება თავისუფლება, კეთილდღეობა, უსაფრთხოება, უვნებლობა, სტაბილურობა. ამდენად, საქართველოს ხალხმა უნდა იცოდეს ევროკავშირის რეალური სახე და ბუნება, რაც უშუალოდ ჩანს ევროკავშირის კანონმდებლობაში. 

 

2014 წლის შემდგომ, ბევრი საუბრობს ევროპულ ფასეულობებზე, მაგრამ ევროკავშირის კანონმდებლობის რეალური „მგრძნობელობა“ ნაკლებია, ევროკავშირის კანონმდებლობის სწავლება და სხვებისთვის გაზიარება მწირია. თუ პროფესიონალებსა და აკადემიური სივრცის წარმომადგენლებს მეტი ეცოდინებათ ევროკავშირის კანონმდებლობის შესახებ, ეს პოზიტიურად და მნიშვნელოვნად იმოქმედებს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე. 

 

პროექტი მიზანი:

 

„რეალური“ ევროკავშირი უნდა ამოვიკითხოთ და შევიმეცნოთ მის სამართლებრივ ნორმებში. ევროპული ინტეგრაციის პროცესი კი უნდა დაიტვირთოს აკადემიურ და პროფესიულ პირებთან ამ საკითხების განხილვით. ევროკავშირის კანონმდებლობის ცოდნის გაძლიერება უნივერსიტეტის შიგნთ და შემდგომ ამ ცოდნის უნივერსიტეტის კედლებს გარეთ გატანა და გადაცემა - არის კიდეც პროექტის მიზანი.

 

შედეგად ევროპული სწავლების გავრცელებას ექნება ეფექტი „ისწავლე და ასწავლე“.

 

კავკასიის უნივერსიტეტი არის ევროპული აზროვნებისა და მოქმედების ერთ-ერთი საუკეთესო და გამორჩეული ადგილი. პროექტის ფარგლებში აქ დაიწყება ევროკავშირის სამართლის სხვადასხვა სფეროს შესწავლა და ტრენინგების სახით ცოდნის გაზიარება სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისათვის: საჯარო მოხელეები,  უნივერსიტეტის წარმომადგენლები, ბიზნესის წარმომადგენლები და სხვა.  

 

პროექტის ამოცანებია:

 

  • ევროკავშირის სამართლის სპეციფიკური საკითხების შესწავლა უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მიერ და პროფესიული თვითგანვითარება;
  • ევროკავშირის სამართლის სხვადასხვა სფეროს სწავლება უნივერსიტეტის გარეთ (სხვათა განვითარება და ინფორმაციული პოლიტიკა);
  • კერძო და საჯარო დიალოგის გაძლიერება ევროკავშირის სამართლის საკითხებზე (ღია მმართველობის პარტნიორობის ხელშეწყობა, გადაწყვეტილების მიმღებ პირთა მხრიდან აკადემიის წარმომადგენელთა მოსმენა და განათლების პოლიტიკის განვითარება).