CSL - განაცხადების მიღება ყოველწლიური სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციისათვის

10 დეკემბერი 2016
კავკასიის სამართლის სკოლაში დაიწყო განაცხადების მიღება ყოველწლიური სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციისათვის, რომელიც ტრადიციულად ჩატარდება სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში. კონფერენციის პირველი (სექციური) ტური გაიმართება მარტის თვეში, დასკვნითი ტური კი - მაისის ბოლოს.  
 
 
კონფერენციაში მონაწილეობის საშუალება აქვთ როგორც ბაკალავრიატის, ასევე მაგისტრატურის სტუდენტებს. საკონფერენციო თემატიკა შეზღუდული არ არის და მონაწილეებს შეეძლებათ მოხსენების გაკეთება ნებისმიერ აქტუალურ სამართლებრივ საკითხზე. დასკვნითი ტურის მონაწილე სტუდენტების ნაშრომები დაიბეჭდება და გამოიცემა კრებულის სახით.  
 
 
ყურადსაღები თარიღები:
 
10 დეკემბერი - განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა
20 თებერვალი - ნაშრომის ელექტრონული ვერსიის ჩაბარების ბოლო ვადა
 
დართული ფაილების სახით შეგიძლიათ იხილოთ ნაშრომისადმი წაყენებული მოთხოვნები და მონაწილეობის შესახებ განაცხადის ფორმა.
 
 
მონაწილეობის მიღების მსურველებს დეტალური ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ კონფერენციის ორგანიზატორს არჩილ ბორჯაძეს aborjadze@cu.edu.ge  (D10)