საბუთების მიღება საბაკალავრო პროგრამების 2018-2019 სასწავლო წლისათვის

4 აგვისტო 2018

ერთიანი ეროვნული გამოცდებით კავკასიის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხულთა საბუთების მიღება იწარმოებს 3, 4, და 5 სექტემბერს, 10:00-დან 19:00 საათამდე, კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში, პ. სააკაძის #1.

აპლიკანტის გარდა საბუთების წარდგენა შეუძლია სხვა პირსაც.

 

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

 

  1. სკოლის ატესტატი (ორიგინალი)
  2. სამხედრო მიწერილობის ასლი (ვაჟებისთვის)
  3. პირადობის მოწმობის 2 ასლი
  4. დაბადების მოწმობის 2 ასლი
  5. 2 ფოტო–სურათი 3x4 (СD-ზე ჩაწერილი ელექტრონული ვერსიაც)
  6. ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ბარათი (შეგიძლიათ დაბეჭდოთ აბიტურიენტის პირადი გვერდიდან)
  7. დამატებითი ინფორმაციის ფორმა #1 (ჩამოტვირთეთ, შეავსეთ და წარადგინეთ დანარჩენ დოკუმენტებთან ერთად)

 

საგნებზე რეგისტრაციასა და სხვა საჭირო პროცედურას გაგაცნობენ საორიენტაციო შეხვედრაზე, რომლის თარიღს და ადგილს შეიტყობთ საბუთების ჩაბარების დროს.

 

კავკასიის უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალში:

 

საბუთების მიღება იწარმოებს: 29 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით

საორიენტაციო შეხვედრა ჩატარდება: 7 სექტემბერს, 11:00 საათზე

 

სწავლა დაიწყება 10 სექტემბერს

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: (+995 32) 2 37 77 77