სტარტაპ აქსელერატორი  C10 ეძებს კრეატიულ, მოტივირებულ სტუდენტებს

18 იანვარი 2018

კავკასიის უნივერსიტეტის სტარტაპ აქსელერატორი C10 საუკეთესო სტარტაპერების პირველ ნაკადს შეარჩევს. 30 მარტისთვის შერჩეული სტარტაპერები მოიპოვებენ სრულ დაფინანსებას, გაემგზავრებიან ერთკვირიან ვორქშოფზე ჩეხეთში, სადაც მიიღებენ რჩევებს, ცოდნას და გამოცდილებას, რაც დაეხმარებათ იდეის წარმატებით განხორციელებაში.

 

30 მაისისთვის შეირჩევა საუკეთესო სტარტაპერების მეორე ნაკადი, რომელიც ვორქშოფს პორტუგალიაში გაივლის.

 

მონაწილეობა კავკასიის უნივერსიტეტსის იმ სტუდენტებს შეუძლიათ, რომლებსაც საკუთარი ბიზნესის წამოწყება სურთ. საჭიროა რეგისტრაცია C10-ში და სტარტაპ იდეის წარმოდგენა. ასევე, სტარტაპ აქსელერატორში შესაძლებელია თანამოაზრეების პოვნა და გუნდში გაერთიანება. 

 

კავკასიის უნივერსიტეტის სტარტაპ აქსელერატორში მიიღებთ პროფესიონალთა რჩევებს, მენტორები კი დაგეხმარებიან:

 

☑ იდეის ჩამოყალიბებაში

☑ ბიზნეს მოდელის შექმნაში

☑ კომპანიის დარეგისტრირებაში

☑ მომხმარებელთა კვლევაში

☑ თქვენი პროდუქტის მარკეტინგის დაგეგმვაში

☑ დაფინანსების მოძიებაში და ა.შ

 

მონაწილეობის მსურველებმა გაიარეთ რეგისტრაცია.

 

დაფინანსება ხორციელდება Erasmus+ პროექტის, EUCAINVEST-ის ფარგლებში.