CU თეატრალური დასის ქასთინგი

22 დეკემბერი 2018

22-23 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის თეატრალური დასის რეჟისორი, ვატო ჯუღელი, ჩაატარებს ქასთინგს და სპექტაკლისთვის შეარჩევს თეატრალური დასის ახალ შემადგენლობას.

 

  • 22 დეკემბერი (შაბათი) – 20:00 საათი - აუდიტორია - A8
  • 23 დეკემბერი (კვირა) – 18:00 საათი - აუდიტორია - A8

 

მონაწილემ ქასთინგისთვის სავალდებულოა მოამზადოს: 

 

  • სიმღერა (ინსტრუმენტის თანხლებით/აკაპელა/კარაოკე); 
  • ნაწყვეტი ნებისმიერი ლიტერატურული ნაწარმოებიდან (პროზა/ლექსი/იგავ–არაკი);
  • ცეკვა (ქართული/უცხოური/შეთხზული).

 

მონაწილე, ასევე, მზად უნდა იყოს რეჟისორის მიერ მიცემული იმპროვიზაციული დავალების შესასრულებლად.

 

ქასთინგში მონაწილეობის მიღება შეუძლია კავკასიის უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტს.