რიგგარეშე მობილობა

19 მარტი 2018

უმაღლესი სასწავლებლების ავტორიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს რიგგარეშე მობილობას.

 

რიგგარეშე მობილობის ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანტურ ადგილებს ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე და სამართლის სადოქტორო პროგრამაზე. 

 

რიგგარეშე მობილობა განხორცილდება გამარტივებული წესით და მობილობის პროცესის ადმინისტრირებისთვის ელექტრონულ პორტალს არ გამოიყენებენ.

 

ცენტრის ვებგვერდზე 26 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი ვაკანტური ადგილები ეტაპობრივად გამოქვეყნდება;

 

კავკასიის უნივერსიტეტში მობილობისთვის, სტუდენტმა უნდა დაწეროს განცხადება და წარმოადგინოს პირადი საქმის მასალები, 26 თებერვლიდან 19 მარტის ჩათვლით. 

 

ვრცლად რიგგარეშე მობილობის შესახებ იხილეთ ბმულზე.

 

დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით მისამართზე: info@cu.edu.ge