გაიარე რეგისტრაცია საერთაშორისო გაცვლითი პროგრამისთვის, შემოდგომა 2018

11 აპრილი 2018

გაიხსნა ონლაინ რეგისტრაცია საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღების მსურველთათვის. დამატებითი ინფორმაცია და დეტალები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

 

ონლაინ რეგისტრაციის გასავლელად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს, პროგრამაში შესვლის შემდეგ, განაცხადის გასაკეთებლად, გთხოვთ აირჩიოთ მენიუ "გაცვლითი პროგრამები."

 

გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის მეორე, მესამე და მეოთხე კურსის პირველი სემესტრის სტუდენტებს, მაგისტრატურის პირველი და მეორე კურსის პირველი სემესტრის სტუდენტებს. გაითვალისწინეთ, უნდა მოემზადოთ მინიმუმ ერთი სემესტრით ადრე.

 

გთხოვთ, სრულად შეავსოთ განაცხადის ფორმა, არასრულად შევსებული არ განიხილება. ასევე, განაცხადი გააკეთეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გსურთ პარტნიორ უნივერსიტეტში გამგზავრება 2018 წლის შემოდგომის სემესტრისთვის.

 

კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (IELTS 6.0 \ TOEFL - 78).

 

განაცხადის გაკეთების საბოლოო ვადაა 30 აპრილი, 2018 წელი.

 

გისურვებთ წარმატებას!