ცხადდება მობილობა 2018-2019 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრისთვის

18 ივლისი 2018

კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს მობილობას 2018-2019 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრისთვის.

 

ინფორმაცია პროგრამების, ვაკანტური ადგილებისა და ფასების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე და ელექტრონულ პორტალზე: students.eqe.ge

 

ელექტრონულ პორტალზე (students.eqe.ge) რეგისტრაციის ვადა განსაზღვრულია 22 აგვისტოს 12:00 საათიდან 27 აგვისტოს 18:00 საათამდე.

 

მობილობის წესებისა და პროცედურების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე ან დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: (+995 32) 2 37 77 77

 

ელექტრონულ პორტალზე დადებითი შედეგის შემთხვევაში სტუდენტის კავკასიის უნივერსიტეტში გამოცხადების და საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადებია 31 აგვისტო - 1,3,4 სექტემბერი.

 

საჭირო დოკუმენტაცია:

 

  1. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ
  2. სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა ბრძანების სათანადოდ დამოწმებული ასლები
  3. ნიშნების ფურცელი
  4. პირადობის ასლი
  5. ატესტატის ასლი
  6. სამხედრო მიწერის ასლი (ვაჟებისთვის)
  7. ორი ფოტოსურათი 3/4 (+ ელექტრონული ვერსია ჩაწერილი CD-ზე)
  8. ცნობა სახელმწიფო გრანტის მინიჭების შესახებ, რომელიც უნდა აიღოთ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, ფანჯიკიძის #1ა (ყოფილი ბუდაპეშტი), ტელ.: 032 2 220 220, ელ. ფოსტა: info@emis.ge