Erasmus+ ის გაცვლითი პროგრამა ადმინისტრაციული პერსონალისთვის თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტში, საბერძნეთი, გაზაფხული 2021

29 ოქტომბერი 2020

კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს ადმინისტრაციული პერსონალისთვის, 2021 წლის გაზაფხულის სემესტრში, თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტში, საბერძნეთი (Aristotle University of Thessaloniki, Greece), Erasmus + ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის განაცხადების მიღებას.

 

Erasmus + ის გაცვლითი პროგრამა ადმინისტრაციული პერსონალის საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა განსაზღვრულია Erasmus+ ის სახელმძღვანელოსა და მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის  შესაბამისად.

 

პარტნიორ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტი/ მობილობა არის ერთკვირიანი (მოიცავს 5 სამუშაო დღეს და სავალდებულო 8 სამუშაო საათს).

 

განაცხადის წარმოდგენა შეუძლიათ:

 

  • კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მყოფ პერსონალს

 

2021 წლის გაზაფხულის სემესტრში, თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტში მობილობის განხორციელება შესაძლებელია შემდეგ ფაკულტეტებთან: 

 

School of Law, Economics, Political Sciences, Journalism and Mass Communication, Psychology, History and Archeology, Informatics.

 

მობილობის დაგეგმვა შესაძლებელია მხოლოდ მოცემულ თარიღებში:  1 თებერვალი - 30 ივნისი, 2021.

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად  დაინტერესებულმა ადმინისტრაციულმა პერსონალმა  შემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ ინგლისურ ენაზე:

 

  • საერთაშორისო პასპორტის ასლი; 
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ.დანართი #1)
  • EUROPASS CV
  • 1 სამოტივაციო წერილი
  • 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან

 

       არ განიხილება განაცხადებირომლებიც:

 

  • იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამო;
  • იქება დაგვიანებით ან ეტაპობრივად წარმოდგენილი.

 

კანდიდატებს განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ ელექტრონული ფორმით 2020 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ  მისამართზე: ir@cu.edu.ge

 

კანდიდატმა ელ-ფოსტის სათაურში უნდა მიუთითოს შერჩეული  უნივერსიტეტის დასახელება, რომელზეც აკეთებს  განაცხადს. თითოეული დოკუმენტი უნდა იყოს შესაბამისად დასათაურებული. 

 

შერჩევის პროცედურა

 

  • წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია;
  • შერჩეულ კანდიდატებთაბ გასაუბრება;
  • საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის მიერ შერჩეული კანდიდატების ნომინირება თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტის ონლაინ ბაზაში;
  • ნომინირების შემდგომ, პროგრამაში მონაწილე ადმინისტრაციულ პერსონალთან კომუნიკაცია და თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტის სააპლიკაციო პროცედურების შესახებ დამატებით ინფორმაციის მიწოდება;
  • შერჩეული ადმინისტრაციული პერსონალის მიერ მიმღები უნივერსიტეტის სააპლიკაციო ფორმის შევსება და საჭირო დოკუმენტების ატვირთვა (Mobility Agreement, CV, Letter of Support - რომელსაც მიმღები უნივერსიტეტის რელევანტური ფაკულტეტის კოორდინატორი გასცემს);
  • ადმინისტრაციული პერსონალის საბოლოო შერჩევა მიმღები უნივერსიტეტის მიერ; 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის  საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტს, მეორე სართული, ოთახი B25.

 

გისურვებთ წარმატებას!