კონკურსი "არქიტექტონი"

8 თებერვალი 2017

11 მარტს 14:00 – 18:00 საათზე და 12 მარტს 12:00 – 16:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტში ჩატარდება კონკურსი "არქიტექტონი".

 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ XI-XII კლასის მოსწავლეებისაგან დაკომპლექტებულ გუნდებს. გუნდი უნდა შედგებოდეს არაუმეტეს 3 მოსწავლისაგან. ერთი სკოლიდან დასაშვებია რამოდენიმე გუნდის მონაწილეობა. ასევე დასაშვებია გუნდის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისაგან დაკომპლექტება.

 

კონკურსში მონაწილეებმა უნდა შექმნან ნამუშევარი თამაზე „მომავლის ქალაქი“. ნამუშევრის შესრულების ფორმას (მაკეტი, პროექტი, ნახატი, ნახაზი) თავად კონკურსანტები წყვეტენ. კუნკურსანტების განკარგულებაში იქნება: მუყაოს ქაღალდები, სხვადასხვა ფერის ქაღალდები, გუაშის საღებავები, წებო, სკოჩი, ხის ჩხირები და სხვა დეტალები. კუნკურსი გაგრძელდება 2 დღის განმავლობაში (დღეში 4 საათი). ნამუშევრები შეფასდება სპეციალური კომისიის მიერ.

 

  • I ადგილზე გასულ გუნდს გადაეცემა 15 000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი.
  • II ადგილზე გასულ გუნდს გადაეცემა 9 000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი.
  • III ადგილზე გასულ გუნდს გადაეცემა 6 000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი.

 

საპრიზო ადგილზე გასული გუნდის წევრი მიიღებს გუნდისთვის გამოყოფილი ვაუჩერის 1/3-ს. მიღებული ვაუჩერი დააფინანსებს კავკასიის უნივერსიტეტში ბაკალავრიატში სწავლის საფასურს 4 წლის განმავლობაში. ვაუჩერებით სარგებლობა შეუძლიათ 2017 ან 2018 წელს კავკასიის უნივერსიტეტში ჩარიცხულ სტუდენტებს.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ონლაინ რეგისტრაცია უნდა გაიარონ 5 მარტის ჩათვლით.