კონკურსი „სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად - 2017“

13 მარტი 2017

კონკურსი „სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად - 2017“ დაიწყო!


2017 წელს კონკურსი გაიმართება ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროექტის "სოციალური მეწარმეობა, ინოვაციური მიდგომა ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისათვის" ფარგლებში.

 

კონკურსის ფორმატი

  1. შესარჩევი ეტაპი
  2. ბას-ტურები
  3. პროექტების შემუშავება
  4. ნახევარფინალი
  5. სამუშაო ფინალი
  6. დაჯილდოვების ღონისძიება

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება:

შეუძლიათ საქართველოს უნივერსიტეტების ნებისმიერი ფაკულტეტისა და კურსის სტუდენტებს (მაგისტრატურა, ბაკალავრიატი).

 

რეგისტრაცია:

დარეგისტრირება ხდება გუნდად (4 წევრი). გუნდს უნდა ჰყავდეს ლიდერი.

აპლიკაციები მიიღება 13 მარტის ჩათვლით. იხილეთ სააპლიკაციო ფორმა.

 

მონაწილეობის საფასური:

კონკურსში მონაწილეობა უფასოა და მასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს დაფარავენ ორგანიზატორები. 

 

კონკურსთან დაკავშირებით გაიმართება სოციალური მეწარმეობის სემინარები და გაცნობითი შეხვედრები შემდეგი განრიგით:

ქუთაისი - 24 თებერვალი; 
თბილისი - 1 მარტი;
თელავი - 2 მარტი;
თბილისი 7 მარტი.

 

სემინარებზე დასასწრებად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია სემინარის ჩატარებამდე არაუგვიანეს 2 დღით ადრე (სარეგისტრაციო ფორმის გასახსნელად დააჭირეთ ბმულს)

 

მცირე გრანტები ფინალისტებისთვის:

 

ნახევარფინალში გამარჯვებული გუნდების პროექტები დაფინანსდება (თიოეული 1,500 ლარით). ფინალურ ეტაპზე, სოციალურ საწარმოსთან მჭიდრო თანამშრომლობით და სტუდენტური მრჩევლების კონსულტაციების მეშვეობით სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ აღნიშნული თანხით, 1 თვის განმავლობაში, პრაქტიკაში განახორციელონ პროექტში დასახული გეგმა.

 

კონკურსის დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. კონკურსის ორგანიზატორები არიან "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" და "განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი".

კონკურსის პარტნიორები არიან "არბაითერ სამარიტერ ბუნდი საქართველო (ASB Georgia)", მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი"და ფოთის საზღვაო ნავსადგური.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული ფაილი ან ეწვიეთ ქვევით მითითებულ ვებ გერდებს.

 


საკონტაქტო მონაცემები

გიგა ჩიტიშვილი

კონკურსის ხელმძღვანელი

(+995) 593 58 78 68

Gigachitishvili@csrdg.ge

Gigachitishvili06@gmail.com

 

ვებ-გვერდები: