ფილიპ ჯესაპის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული პროცესი

16 სექტემბერი 2020

გიწვევთ ფილიპ ჯესაპის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებულ პროცესში მონაწილეობის მისაღებად.

 

ჯესაპის შეჯიბრი მსოფლიოში ყველაზე დიდი და პრესტიჟული შეჯიბრია საერთაშორისო საჯარო სამართალში. შეჯიბრი წარმოადგენს სახელმწიფოებს შორის დავის განხილვის სიმულაციას საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოში. მონაწილე გუნდები წარადგენენ როგორც წერილობით, ისე ზეპირ პოზიციებს.

 

წლევანდელი შეჯიბრის გუნდს ექნება უნიკალური შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს გლობალურ რაუნდებში, სადაც მსოფლიოს 700-მდე სამართლის სკოლის წარმატებული სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას. შეჯიბრი მოიცავს 6 თვიან მოსამზადებელ პროცესს გლობალური რაუნდისთვის, როგორც ზეპირი, ისე წერილობითი პოზიციების წარსადგენად.

 

კავკასიის უნივერსიტეტის გუნდი დაკომპლექტდება სამართლის სკოლის ბაკალავრიატის ან/და მაგისტრატურის 2-5 სტუდენტით.

 

მონაწილეობის კრიტერიუმები:

 

  • სტუდენტის სტატუსი სამართლის ბაკალავრიატის ან სამაგისტრო საფეხურზე.
  • ინგლისურის მაღალ დონეზე ცოდნა
  • შეჯიბრში მონაწილეობას ვერ მიიღებს პრაქტიკოსი იურისტი, რომელსაც აქვს იურიდიული პრაქტიკის ლიცენზია
  • მაღალი მოტივაცია

 

დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა შეავსონ აპლიკაციის ფორმა შემდეგ ბმულზე.

 

  • აპლიკაციის მიღება დასრულდება 25 სექტემბერს
  • 26-27 სექტემბერს ჩატარდება ვირტუალური გასაუბრება
  • 28 სექტემბერს გამოვლინდება კავკასიის უნივერსიტეტის გუნდი, რომელიც წელს მონაწილეობას მიიღებს ფილიპ ჯესაპის საერთაშორისო იმიტირებულ პროცესზე

 

პროექტთან ან სააპლიკაციო პროცესთან დაკავშირებულ ნებისმიერ შეკითხვაზე, დაუკავშირდით საერთაშორისო პროექტების აკადემიურ ხელმძღვანელს თინათინ ობოლაძეს, მისამართზე: toboladze@cu.edu.ge; 592 63 72 72.