სტუდენტური კონფერენცია –„სამართლის განვითარება თანამედროვე საქართველოში’’

25 სექტემბერი 2016

25 სექტემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო "Rooms"-ში, გაიმართება კავკასიის უნივერსიტეტის, რობაქიძის უნივერსიტეტისა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ერთობლივი სტუდენტური კონფერენცია–„სამართლის განვითარება თანამედროვე საქართველოში’’.

 

კონფერენციის ძირითადი თემატიკაა დემოკრატიული სამართლებრივი რეფორმების შემუშავება და მათი რეალიზაცია  კერძო, საჯარო და სისხლის სამართლის სფეროებში.