Willem C.Vis სახელობის იმიტირებული პროცესების შეჯიბრი კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის

16 სექტემბერი 2020

გაცნობებთ, რომ Willem C.Vis სახელობის იმიტირებული პროცესების შეჯიბრში  მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია დაიწყო.

 

Willem C.Vis სახელობის იმიტირებული პროცესების შეჯიბრი (ე.წ. „ვის მუთი“) მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე პრესტიჟული შეჯიბრია საერთაშორისო კომერციულ არბიტრაჟში.

 

შეჯიბრის მიზანია სტუდენტებისთვის საარბიტრაჟო წესით დავების განხილვისათვის საჭირო უნარების ჩამოყალიბება საერთაშორისო კომერციული სამართლისა და საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის შესწავლის გზით.

 

კავკასიის უნივერსიტეტის გუნდი დაკომპლექტდება სამართლის სკოლის ბაკალავრიატის ან/და მაგისტრატურის 2-4 სტუდენტით.

 

მონაწილეობის კრიტერიუმები:

 

  • სტუდენტის სტატუსი ბაკალავრიატის ან სამაგისტრო საფეხურზე
  • ინგლისურის მაღალ დონეზე ცოდნა
  • შეჯიბრში მონაწილეობას ვერ მიიღებს პრაქტიკოსი იურისტი, რომელსაც აქვს იურიდიული პრაქტიკის ლიცენზია
  • მაღალი მოტივაცია

 

დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა შეავსონ აპლიკაციის ფორმა შემდეგ ბმულზე.

 

  • აპლიკაციის მიღება დასრულდება 25 სექტემბერს
  • 26-27 სექტემბერს ჩატარდება ვირტუალური გასაუბრება
  • 28 სექტემბერს გამოვლინდება კავკასიის უნივერსიტეტის გუნდი, რომელიც წელს მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო იმიტირებულ პროცესზე

 

პროექტთან ან სააპლიკაციო პროცესთან დაკავშირებულ ნებისმიერ შეკითხვაზე, დაუკავშირდით საერთაშორისო პროექტების აკადემიურ ხელმძღვანელს თინათინ ობოლაძეს, მისამართზე: toboladze@cu.edu.ge; 592 63 72 72.