გაიარე რეგისტრაცია საერთაშორისო გაცვლითი პროგრამისთვის, გაზაფხული 2021

2 სექტემბერი 2020

გაცნობებთ, რომ გაიხსნა ონლაინ რეგისტრაცია საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში (Bilateral Exchange Program) მონაწილეობის მიღების მსურველთათვის. კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია და დეტალები შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე.



ონლაინ რეგისტრაციის გასავლელად, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს, პროგრამაში შესვლის შემდგომ, განაცხადის გასაკეთებლად, გთხოვთ აირჩიოთ მენიუ "გაცვლითი პროგრამები".



გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის მეორე კურსის, მესამე კურსის ან მეოთხე კურსის პირველი სემესტრის სტუდენტებს; მაგისტრატურის მეორე კურსის პირველი სემესტრის სტუდენტებს. გაითვალისწინეთ, რომ მზადებას უნდა შეუდგეთ მინიმუმ ერთი სემესტრით ადრე.

 


უმორჩილესად გთხოვთ, სრულად შეავსოთ განაცხადის ფორმა, არასრულად შევსებული განაცხადი არ განიხილება. ასევე, განაცხადი გააკეთეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გსურთ პარტნიორ უნივერსიტეტში გამგზავრება 2021 წლის გაზაფხულის სემესტრისათვის.

 

 

კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია ინგლისური ენის საერთაშორისო სერტიფიკატი (IELTS 6.0 \ TOEFL - 78). განაცხადის გაკეთების საბოლოო ვადაა - 30 სექტემბერი, 2020.

 

 

გისურვებთ წარმატებას!