სეტისის საერთაშორისო საზაფხულო პროგრამა 2019

4 მარტი 2019

სეტისის უნივერსიტეტი, ენსენადა, მექსიკა (Cetys International Summer program 2019) ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის აცხადებს მიღებას საერთაშორისო საზაფხულო პროგრამაზე (15-29 ივლისი).

 

პროგრამის ფარგლებში შემოთავაზებული კურსები:

 

  • პროექტის მენეჯმენტი;
  • ბიზნეს ინტელექტი;
  • კონკურენცია და მდგრადობა;
  • მოლაპარაკების წარმოება და კონფლიქტების მოგვარება;
  • საერთაშორისო მარკეტინგი;
  • ინტერკულტურული მენეჯმენტი;
  • ინოვაცია და ახალი პროდუქტის განვითარება;
  • პროგრამის ღირებულება: 700$ (დოლარი)

 

ღირებულება მოიცავს:

 

  • სწავლა;
  • საცხოვრებელი;
  • ინდუსტრიული და კულტურული ვიზიტები /აქტივობები.

 

პროგრამის ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები გათავისუფლებულნი  არიან სარეგისტრაციო გადასახადისგან.

 

პროგრამით დაინტერესებულმა სტუდენტებმა, გთხოვთ, შევსებული განაცხადი გამოაგზავნოთ არაუგვიანეს 14 მარტისა შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: ir@cu.edu.ge