General Management Program 2020

4 ნოემბერი 2019

გაცნობებთ, რომ ბლედის მენეჯმენტის სკოლა, სლოვენია, ბლედი (IEDC-Bled School of Management, Slovenia, Bled) აცხადებს სტუდენტების მიღებას ზოგადი მენეჯმენტის პროგრამაზე.


პროგრამა წარიმართება 2 მოდულის ფარგლებში:

პირველი მოდული: 17-30 მაისი, 2020;
მეორე მოდული: 2-13 ნოემბერი, 2020.


მენეჯმენტის კურსის ფარგლებში განსახილველი საკითხები:

 

  • კონკურენტული უპირატესობის განვითარება;
  • ხალხის მართვა;
  • ორგანიზაციული საქმიანობის შეფასება;
  • ინტეგრაციული მიდგომა ბიზნესისადმი;
  • შესყიდვა: სტრატეგიები და ორგანიზაცია;
  • პროექტების მართვა;
  • კომუნიკაციის უნარების განვითარება;
  • გადაწყვეტილების მიღების პროცესი
  • ხელოვნება და ლიდერობა

 

პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმები:

 

  • ბიზნეს ინგლისურის ცოდნა (შემოწმდება სატელეფონო ინტერვიუს ფარგლებში);
  • მინიმუმ 3 წლიანი მენეჯერული გამოცდილება;
  • ონლაინ განაცხადის შევსება.


მონაწილეობის საფასური შეადგენს: € 7.900 + VAT(Early-bird: € 7.500 + VAT before March 17, 2020).


პროგრამის ფასი არ ითვალისწინებს მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯებს.   


განაცხადის შეტანის ბოლო ვადა:17 აპრილი, 2020 წელი


იმ შემთხვევაში თუ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტი თავად დაფარავს მონაწილეობის ხარჯებს, იმოქმედებს 30%-იანი ფასდაკლება, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მონაწილეს დამსაქმებელი/კომპანია დაუფინანსებს მონაწილეობის საფასურს, იმოქმედებს 20% ფასდაკლება. 


დამატებით ინფორმაციისათვის, გთხოვთ ეწვიოთ პროგრამის ოფიციალურ ვებ-გვერდს.


მოგმართავთ თხოვნით, პროგრამაზე  განაცხადის გაგზავნის ან/და მონაწილეობის შესახებ დასტურის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად  გვაცნობოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით.