შეფასების სისტემა

გაცვლითი სტუდენტების შეფასების სისტემა 

 

ქულა (Max.100)

ქულათა გადანაწილება კავკასიის უნივერსიტეტის დებულების შესაბამისად

 ნიშანი

შეფასება

შეფასების კლასიფიკაცია

91-100

A

შესანიშნავი

დადებითი

81-90

B

ძალიან კარგი

დადებითი

71-80

C

კარგი

დადებითი

61-70

D

დამაკმაყოფილებელი

დადებითი

51-60

E

საკმარისი

დადებითი

41-50

FX

არადამაკმაყოფილებელი

უარყოფითი

40 and below

F

არადამაკმაყოფილებელი

უარყოფითი

 

 

კავკასიის უნივერსიტეტის გაცვლითი სტუდენტებისთვის შეფასების სისტემა იყოფა ორ ნაწილად - შუალედური შეფასება და საბოლოო შეფასება.

 

ერთი კურსის საერთო ქულა არის 100. 100 ქულა იყოფა ორ ნაწილად:

 

შუალედური შეფასება –70 ქულა

საბოლოო შეფასება - 30 ქულა  

 

შუალედური შეფასება არის 70 ქულა (რომელშიც შედის - შუალედური გამოცდა, პრეზენტაციები, ტესტები, ჯგუფური სამუშაო და ა.შ.) შუალედური შეფასება ხორციელდება საბოლოო გამოცდის დაწყებამდე).

საბოლოო შეფასება არის 30 ქულა (რომელშიც შედის დასკვნითი გამოცდა). 

 

სტუდენტებმა უნდა გადალახონ 51% -იანი ბარიერი ორივე ნაწილში:

 

შუალედური შეფასება - 70 ქულიდან 51% (35.7ქულა)

საბოლოო შეფასება - 30 ქულიდან 51% (15.3 ქულა)

 

იმისათვის, რომ სტუდენტი დაშვებული იყოს დასკვნით გამოცდაზე, სავალდებულოა შუალედური შეფასების 70 ქულიდან 51% დაგროვება.

 

იმისათვის, რომ სტუდენტებმა ჩააბარონ საბოლოო გამოცდა და მოიპოვონ ECTS, სავალდებულოა დასკვნით გამოცდაში 30 ქულიდან 51%-ის დაგროვება.

 

შენიშვნა: თუ სტუდენტს არ შეუძლია დააგროვოს მინიმალური ქულა დასკვნით გამოცდაზე და დაგროვებული აქვს საერთო მინიმალური ქულა, 41, შუალედური შეფასების პერიოდში (შუალედური გამოცდა, პრეზენტაციები, გამოცდები, ჯგუფური სამუშაოები და ა.შ.). შეუძლია ფინალური გამოცდის გადაბარება მხოლოდ ერთხელ.