ავსტრიის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის წარმომადგენლის ვიზიტი

17 იანვარი 2019

14-16 იანვარს, კავკასიის უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტმა Erasmus+ ის ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ფარგლებში, ავსტრიის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის წარმომადგენელს, საერთაშორისო მობილობების კოორდინატორს, სტეფან შტროჰმაიერს უმასპინძლა.

 

სამუშაო შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა განიხილეს უნივერსიტეტებს შორის არესებული თანამშრომლობა, მიღწევები და სამომავლო გეგმები.

 

ავსტრიის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ერაზმუს+ ის პროგრამის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია. არსებული თანამშრომლობისას, უნივერსიტეტებს შორის არაერთი წარმატებული მობილობა განხორციელდა, როგორც სტუდენტებისთვის, ასევე აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის. აღსანიშნავია ისიც, რომ Erasmus+ ICM 2018-2020 წლის პროექტის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტმა ისევ მოიპოვა დაფინანსება, რომელიც უფრო მეტად გააღრმავებს უნივერსიტეტებს შორის არესებულ პარტნიორობას.